სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.847
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №119/ნ
2003 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულების პასპორტის დამტკიცების შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 154-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულების პასპორტი – კადრების, ტექნიკური აღჭურვილობისა და ჩასატარებელი სამუშაოს მოცულობის ამსახველი დოკუმენტი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან.
ა. გამყრელიძე