“საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი
2003-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2003-03-11
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.11.115.005.716
“საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.005.716

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების

მინისტრის ბრძანება №19

2003 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 4 იანვრის №1 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2003 წლის 10 მარტიდან დადგენილ და გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში შემდეგი ნიმუშის საქართველოს საფოსტო მარკები:

1. „ევროპა 2003” – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” 1 მარკა; ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა – ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა – 28X43 მმ; ნომინალი – 80 თ; ტირაჟი 100 ათ. ცალი, აქედან –  52 ათ. თითოეული დასახელების მარკა ბუკლეტის (სასუვენირო ფურცლის) სახით.

2. „ევროპა 2003” – „არ დაიდარდო” – 1 მარკა; ავტორი ბ.ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 28X43 მმ; ნომინალი 40 თ; ტირაჟი – 100 ათ. ცალი, აქედან – 52 ათ. თითოეული დასახელების მარკა ბუკლეტის (სასუვენირო ფურცლის) სახით.

მარკა №325

ნომინალი – 80 თ.             

 მარკა №326                    

 ნომინალი – 40 თ.   

 

ბუკლეტი (სასუვენირო ფურცელი)

                    

 

         

 

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.

    მ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია