“საგზაო ფონდის გადასახადების ადმინისტრირების და გადამხდელების დაბეგვრის მექანიზმის სრულყოფის მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგზაო ფონდის სამმართველოს სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
05
მიმღები ორგანო
საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი
2003-02-19
გამოქვეყნების თარიღი
2003-02-28
სარეგისტრაციო კოდი
040.050.000.12.210.005.687
“საგზაო ფონდის გადასახადების ადმინისტრირების და გადამხდელების დაბეგვრის მექანიზმის სრულყოფის მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგზაო ფონდის სამმართველოს სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.12.210.005.687

საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება №05

2003 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

საგზაო ფონდის გადასახადების ადმინისტრირების და გადამხდელების დაბეგვრის მექანიზმის სრულყოფის მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგზაო ფონის სამმართველოს სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2003 წლის 20 თებერვლიდან შეიქმნას საგაზო ფონის სამმართველოში:

პროგნოზირების და ანალიზის განყოფილება;

ბ) საგადასახადო პოლიტიკის განყოფილება.

2. 2003 წლის 20 თებერვლიდან გაუქმდეს საგზაო ფონდის სამმართველოს:

ა) ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების განყოფილება;

ბ) გადამხდელთა ნარჩენი დავალიანების განყოფილება.

3. დაევალოს საგზაო ფონდის სამამრთველოს (ზ. თავფლაძე) ორი კვირის ვადაში შეიმუშაოს სტუქტურული ქვედანაყოფების დებულებები და სამმართველოს საშტატო განრიგი.

4. განხორციელდეს საგაზო ფონდის სამართველოს გადამხდელთა ნარჩენი დავალიანების და ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების განყოფილებებში მომუშავე საჯარო მოხელეთა სამსახუდიდან გათავისუფლება შტატების შემცირების გამო.

5. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს მ. ესაკიას.

ბ. სარალიძე

კრებსითი — სრული ვერსია