საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-30
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-02-11
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-17
სარეგისტრაციო კოდი
340.170.000.11.113.005.678
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.005.678

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის

ბრძანება №2-30

2003 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლი ს ბრძანება № 2- 33 - ვებგვერდი, 13 .02.201 2 წ.

„ ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლი ს ბრძანება № 2- 33 - ვებგვერდი, 13 .02.201 2 წ.

2. სამინისტროს აპარატმა უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია და მისი გამოქვეყნება.

3.(ამოღებულია - 09.02.2012, №2-33).

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლი ს ბრძანება № 2- 33 - ვებგვერდი, 13 .02.201 2 წ.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „ სამტრესტის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2000 წლის 11 ოქტომბრის №2-245 ბრძანება.

5. ბრძანება ამოქმედდეს მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „ სამტრესტის” ლიკვიდაციისთანავე.

დ. კირვალიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 28 მაისის ბრძანება №2-150-სსმ III, №54, 09.06.2003წ.;მუხ.466

2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №2-298-სსმ III, №143, 11.12.2003წ.;მუხ.1160

3. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 200 4 წლის 14 ივნისის ბრძანება №2-94-სსმ III, №63, 22.06.2004წ.;მუხ.551

4. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 200 4 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №2-245-სსმ III, №141, 03.12.2004წ.;მუხ.1276

5. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ბრძანება №2-53-სსმ III, №48, 07.04.2006წ.;მუხ.617

6. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2006 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №2-227-სსმ III, №173, 25.12.2006წ.;მუხ.2352

7. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №2-153-სსმ III, №139, 05.10.2007წ.;მუხ.1532

8. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2011 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №2-178 - ვებგვერდი, 26.10.2011 წ.

9. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლი ს ბრძანება № 2- 33 - ვებგვერდი, 13 .02.201 2 წ.

10. ძალადაკარგულია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილი ს ბრძანება № 2-67 - ვებგვერდი, 20.04.201 2 წ.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლი ს ბრძანება № 2- 33 - ვებგვერდი, 13 .02.201 2 წ.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – საგენტო) იქმნება „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე, რომელიც არეგულირებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას.

2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და წინამდებარე დებულებით.

3. სააგენტოს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი საქართველოს სახლმწიფო გერბის გამოსახულებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიშები ბანკში (მათ შორის , სავალუტო), იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა.

4. სააგენტო, როგორც უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა და იურიდიული პირის სტატუსს იძენს მისი დებულების დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან.

5. სააგენტოს იურიდიული მისამართია: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლი ს ბრძანება № 2- 33 - ვებგვერდი, 13 .02.201 2 წ.

    მუხლი 2. სააგენტოს უფლებამოსილება და საქმიანობის საგანი

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

2. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი დარგ ის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაცვაზე და მიიღოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შესაბამისი სახდელის გამოყენების თაობაზე.

3. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირები.

4. სააგენტო საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს:

ა) საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის (შემდგომში – დარგი) რეგულირება და შესაბამისი ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება;

ბ) დარგის განვითარების, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა;

გ) როგორც სახელმწიფოს, ისე მწარმოებლისა და მომხმარებლის ინტერესების, უხარისხო და ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვის, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობების აღკვეთის ღონისძიებათა ხელშეწყობა პროდუქციის წარმოების და მიწოდების ყველა ეტაპზე.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ბრძანება №2-53-სსმIII, №48, 07.04.2006წ.;მუხ.617

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2011 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №2-178 - ვებგვერდი, 26.10.2011 წ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლი ს ბრძანება № 2- 33 - ვებგვერდი, 13 .02.201 2 წ.

    მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები

სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) დარგის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, შესაბამისი პროგრამების, კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;

ბ) დარგობრივი ტექნიკურ-ტექნოლოგიური დოკუმენტაციის და სხვა პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან, შენახვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და ანალიზი;

დ) ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება;

ე) ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების, აგრეთვე ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების სერტიფიკაციის სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება;

ვ) ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციასთან დაკავშირებული შესაბამისი სამუშაოების განხორციელება და წარდგენა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის;

ზ) ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე კონტროლი და ზედამხედველობა;

თ) მხარის ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე ზედამხედველობა;

ი)  თავისი კომპეტენციის ფარგლებში ღვინის ჩამოსახარისხებლად (ღვინის დაბალ ხარისხში გადასაყვანად) შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

კ)  კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრირებული ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების კონტროლი;

ლ)     ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების (მათ შორის, საკონტროლო ანალიზების) ჩატარება და მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;

მ)  სასაქონლო პროდუქციის ეტიკეტირების კონტროლი;

ნ)  კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყურძნისეული წარმოშობის სასაქონლო პროდუქტებზე შესაბამისობის სერტიფირების გაცემა;

ო) საქართველოდან საექსპორტო ყურძნისეული წარმოშობის სასაქონლო პროდუქტებზე წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა და ექსპორტირებული პროდუქციის აღრიცხვა;

პ)  ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლა და დადგენა;

ჟ) საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების როგორც შიდა, ისე გარე სამომხმარებლო ბაზარზე ღირსეულად დამკვიდრებისა და დარგის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების ხელშეწყობა;

რ) საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ყალბი ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების, აგრეთვე სასაქონლო და სავაჭრო ნიშნების გამოყენების აღკვეთის ღონისძიებათა ხელშეწყობა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, დარგთან დაკავშირებული სამარკეტინგო და სარეკლამო საქმიანობის ხელშეწყობა;

ტ) ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციების, კონკურსების და გამოფენების მოწყობა ან/და მათში მონაწილეობის მიღება;

უ) დარგში სამეცნიერო-კვლევითი, ტექნიკურ-ტექნოლოგიური და სხვა პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

ფ) დარგში არსებული მდგომარეობის ეფექტური გაშუქება და დარგის საინფორმაციო უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ქ)  მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (O.I.V.), აგრეთვე სხვა საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობებების დამყარება;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკურ-ტექნოლოგიური, ინფორმატიკული და სხვა დარგთან დაკავშირებული შესაბამისი საქმიანობის განხორციელება;

ყ)  სააგენტოს თავმჯდომარესთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს, აგრეთვე სააგენტოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

შ) კანონით მინიჭებული უფლების ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადება.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ბრძანება №2-53-სსმIII, №48, 07.04.2006წ.;მუხ.617

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №2-153-სსმIII, №139, 05.10.2007წ.;მუხ.1532

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლი ს ბრძანება № 2- 33 - ვებგვერდი, 13 .02.201 2 წ.

    მუხლი 4. სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

2. თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.

3. თავმჯდომარე:

ა) დამოუკიდებლად ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას და პერსონალურად აგებს პასუხს ამ დებულებით განსაზღვრული სააგენტოს ფუნქციების შესრულებისა და მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე;

ბ) მოქმედებს სააგენტოს სახელით, მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სააგენტოს სახელმწიფო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს უფლებამოსილების, საქმიანობისა და ფუნქციების განსახორციელებლად. გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, ითანხმებს ახალი პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიურ ინსტრუქციებს;

დ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს, სესხის აღებისა და თავდებობის საკითხებს, აგრეთვე სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებულ სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც სცილდებიან ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. სესხის აღებასა და თავდებობასთან დაკავშირებით საკითხებს აგრეთვე უთანხმებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, აგრეთვე სააგენტოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და ასისტენტს, განსაზღვრავს მათ ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 28 მაისის ბრძანება №2-150-სსმIII, №54, 09.06.2003წ.;მუხ.466

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2004 წლის 14 ივნისის ბრძანება №2-94-სსმIII, №63, 22.06.2004წ.;მუხ.551

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ბრძანება №2-53-სსმIII, №48, 07.04.2006წ.;მუხ.617

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2006 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №2-227-სსმIII, №173, 25.12.2006წ.;მუხ.2352

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №2-153-სსმIII, №139, 05.10.2007წ.;მუხ.1532

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლი ს ბრძანება № 2- 33 - ვებგვერდი, 13 .02.201 2 წ.

    მუხლი 5. ს ააგენტოს სტრუქტურა

სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია :

ა ) მეღვინეობის რეგულირების სამმართველო ;

ბ ) მევენახეობის რეგულირების სამმართველო ;

გ ) იურიდიული სამმართველო ;

დ ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და მარკეტინგის სამმართველო ;

ე ) ეკონომიკურ - ადმინისტრაციული სამმართველო .

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2004 წლის 14 ივნისის ბრძანება №2-94-სსმIII, №63, 22.06.2004წ.;მუხ.551

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2004 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №2-245-სსმIII, №141, 03.12.2004წ.;მუხ.1276

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ბრძანება №2-53-სსმIII, №48, 07.04.2006წ.;მუხ.617

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2006 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №2-227-სსმIII, №173, 25.12.2006წ.;მუხ.2352

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლი ს ბრძანება № 2- 33 - ვებგვერდი, 13 .02.201 2 წ.

    მუხლი 6. საკონსულტაციო საბჭო

1. სააგენტოსთან საზოგადოებრივ საწყისებზე იქმნება მუდმივმოქმედი საკონსულტაციო საბჭო 16 წევრის შემადგენლობით. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

2. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან დარგობრივ მეცნიერთა, მეწარმეთა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

3. საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს წევრებიდან 3 წლის ვადით.

4. საკონსულტაციო საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ, არანაკლებ წელიწადში ოთხჯერ.

5. საკონსულტაციო საბჭო:

ა) განიხილავს დარგში არსებულ მდგომარეობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს პრობლემების გადაწყვეტის, დარგის შემდგომი განვითარების მთავარი მიმართულებებისა და პროიორიტეტების განსახორციელებელი მიზნობრივი პროგრამების შესახებ;

ბ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით;

გ) შეიმუშავებს წინადადებებს დარგის საკანონმდებლო ნორმატიული აქტების სრულყოფისა და შემდგომი განვითარების მიზნით;

დ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს დარგში ფალსიფიკაციის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ.

6. საკონსულტაციო საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება, თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №2-298-სსმIII, №143, 11.12.2003წ.;მუხ.1160

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლი ს ბრძანება № 2- 33 - ვებგვერდი, 13 .02.201 2 წ.

    მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი

სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლი ს ბრძანება № 2- 33 - ვებგვერდი, 13 .02.201 2 წ.

    მუხლი 8. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები

1. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, არამატერიალური აქტივები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.

4. სააგენტოს ქონება და შემოსავლები, კანონმდებლობის შესაბამისად, ხმარდება „ სააგენტოს ” მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, მუშაკთა მატერიალურ სტიმულირებასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლი ს ბრძანება № 2- 33 - ვებგვერდი, 13 .02.201 2 წ.

    მუხლი 9. საქმიანობის შეწყვეტა , ლიკვიდაცია

1. სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტა , ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .

2. სააგენტოს ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი .

3. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში .

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლი ს ბრძანება № 2- 33 - ვებგვერდი, 13 .02.201 2 წ.

    მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი

დებულებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 11. (ამოღებულია - 09.02.2012, №2-33)

  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლი ს ბრძანება № 2- 33 - ვებგვერდი, 13 .02.201 2 წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია