სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 33 0.13 0.000.11 .116 .005.667
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის
ბრძანება №1
2003 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
„ საცხოვრებელი გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ”, „ საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ” – გეგმარებითი ელემენტების ნორმალებისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიცოცხლისუნარიანი სივრცის პროექტირების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2003 წლის 25 თებერვლის ბრძანება №2-სსმIII, №18, 11.03.2003წ.;მუხ.175
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარსებო გარემოს პროექტირების საკითხების შემდგომი სრულყოფისა და გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კანონების „ მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერ ტიზისა და დამტკიცების შესახებ” მე-3 მუხლის „ ი” ქვეპუნქტის, „ სამშენებლო საქმიანობის შესახებ” მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” მე-8 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2003 წლის 25 თებერვლის ბრძანება №2-სსმIII, №18, 11.03.2003წ.;მუხ.175
1. სამოქმედოდ იქნეს შემოღებული შემდეგი სამშენებლო ნორმები და წესე ბი:
ა) „ საცხოვრებელი გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის – გეგმარებითი ელემენტების ნორმალები”;
ბ) „ საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის – გეგმარებითი ელემენტების ნორმალები”;
გ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთა სიცოცხლისუნარიანი სივრცის პროექტირების შესახებ ინსტრუქცია”.
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2003 წლის 25 თებერვლის ბრძანება №2-სსმIII, №18, 11.03.2003წ.;მუხ.175
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ ბრძანებით სამოქმედოდ შემოღებული სამშენებლო ნორმები და წესები ინახება საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში და მათი დედანში გაცნობის ან ასლის გადაღების უზრუნველყოფა შესაძლებელია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით საჯაროობისა და საყოველთაო ხელმისაწვდომობის პრინციპების სრული დაცვით.
3. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ტერიტორიულ-სივრცითი დაგეგმვის, ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურის დეპარტამენტმა უზრუნველყოს სამოქმედოდ შემოღებული სამშენებლო ნორმების და წესების იმპლემენტაცია და დაცვა.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ნიკოლაიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2003 წლის 25 თებერვლის ბრძანება №2-სსმ III, №18, 11.03.2003წ.;მუხ.175
2 . ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის დადგენილება № 41 - ვებგვერდი, 10.01.2014 წ.