სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
119
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-06-23
გამოქვეყნების თარიღი
2019-02-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №119

2009 წლის 23 ივნისი

 ქ. თბილისი

სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №223 - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

    მუხლი 1

საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისა და კვლევითი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს:

1.  „სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესი“ (დანართი №1).

2.  „სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის მიზნით საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები“ (დანართი №2).

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №223 - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

    მუხლი 2

  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

 

დანართი №1

სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესი

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №223 - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების აღჭურვა თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურით არის საერთაშორისო სტანდარტების სამეცნიერო საქმიანობისა და აკადემიურ სფეროში რეფორმის წარმატების ერთ-ერთი ძირითადი პირობა.

2. ეს წესი არეგულირებს სამეცნიერო კვლევითი აპარატურის და/ან სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შეძენისათვის, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესებისა ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის, სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (შემდგომში - გრანტი) მისაღებად კონკურსის გამართვის საგრანტო განაცხადის შეფასების, გრანტის გაცემისა და შესრულების ანგარიშგების, მონიტორინგის, საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხებს.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №223 - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

    მუხლი 2. საგრანტო პროექტის დაფინანსების მიზნები

სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის და/ან სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შეძენისათვის, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესებისა ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის საგრანტო პროექტის დაფინანსების მიზანია აამაღლოს საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხი, გაზარდოს მეცნიერთათვის თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამეცნიერო საქმიანობის პროგრესს.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №223 - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

    მუხლი 3. გრანტის გამცემი უფლებამოსილი ორგანო

1. გრანტის გაცემას ახორციელებს სსიპ − შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში − ფონდი).

2. გრანტის მისაღებად დაინტერესებული პირი ფონდში წარადგენს საგრანტო განაცხადს.

3. ფონდი შეიმუშავებს და ფონდის გენერალური დირექტორი (შემდგომში – ფონდის დირექტორი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს:

 ა) საგრანტო პროექტის დაფინანსების გაცემის მიზნით გასამართი კონკურსის პროგრამასა და მასში მონაწილეობის პირობებს;

ბ) საგრანტო განაცხადების წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადებს;

გ) საგრანტო განაცხადის სააპლიკაციო ფორმებს;

დ) გრანტით დაფინანსებული პროექტების შესრულების ანგარიშგების ფორმებსა და მონიტორინგის პროცედურას.

4. ფონდის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის საკონკურსო კომისიას და ადგენს მისი საქმიანობის წესს.

5. საკონკურსო კომისია უზრუნველყოფს გრანტის მისაღებად წარდგენილი საგრანტო განაცხადების შეფასებას ამ დადგენილების №2 დანართით გათვა-ლისწინებული საგრანტო განაცხადების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

6. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ფონდის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტებს.

7. ფონდი ახორციელებს გამარჯვებული პროექტების გრანტით დაფინანსებასა და პროექტის განხორციელების შესრულების კონტროლს.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №223 - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 12.02.2019წ.

    მუხლი 4. გრანტით დაფინანსების ძირითადი პრინციპები

1. გამარჯვებული საგრანტო პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებით.

2. დაფინანსების მოსაპოვებლად საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლიათ  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანი არის სამეცნიერო კვლევების განხორციელება და ასევე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

3. საგრანტო განაცხადის წარდგენის უფლება აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ ან რამდენიმე იურიდიულ პირს.

4. საჭიროების შემთხვევაში გრანტით დაფინანსება შეიძლება მოიცავდეს ხარჯებს, რომლებიც უკავშირდება ტრანსპორტირებას, მონტაჟს, ხელსაწყოს სრულყოფილი ექსპლუატაციის სწავლებას, დაზღვევას, საბაჟო გადასახადს, საგარანტიო ან/და საბანკო მომსახურებას.

5. დაფინანსებულ საგრანტო განაცხადის წარმდგენებთან ფონდი აფორმებს საგრანტო ხელშეკრულებას.

6. გრანტით დაფინანსებული პროექტით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის და/ან სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესებისა ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვა უნდა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №223 - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 12.02.2019წ.

    მუხლი 5. გრანტის გაცემის მიზნით გასამართი კონკურსის ეტაპები და პროექტების შეფასება

1. კონკურსის ეტაპებია:

ა) კონკურსის გამოცხადება;

ბ) საგრანტო განაცხადების ფონდში წარდგენა;

გ) საგრანტო განაცხადების წინასწარი შერჩევა საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

დ) შერჩეული საგრანტო განაცხადების შეფასება;

ე) გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და ხელშეკრულებების გაფორმება.

2. საგრანტო განაცხადები შეფასდება ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული საგრანტო განაცხადების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით ( მაქსიმალური შეფასება – 30 ქულა ).

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 12.02.2019წ.

    მუხლი 6. გრანტის შესრულების ანგარიშგება და მონიტორინგი, დაფინანსების შეჩერება და შეწყვეტა

1. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული პროექტების შესრულების მონიტორინგს, რაც ითვალისწინებს გრანტით დაფინანსებული პროექტის შესრულების კონტროლს როგორც ფინანსური, ისე პროგრამული თვალსაზრისით.

2. კონკურსში გამარჯვებული პროექტის წარმდგენი (გრანტის მიმღები) ვალდებულია ფონდს წარუდგინოს ანგარიში გრანტის ფარგლებში შეძენილი სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის, სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების, უსასყიდლოდ გადმოცემული უცხოეთიდან ტრანსპორტირებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის, ფუნქციურად გაუმჯობესებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და შესყიდული სათადარიგო ნაწილების  სამეცნიერო კვლევებისათვის გამოყენების შესახებ.

3. ფონდი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს გამარჯვებული პროექტის დაფინანსება გრანტის სახსრების არამიზნობრივი განკარგვის, ყალბი მონაცემების აღმოჩენის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ფონდის გადაწყვეტილების საფუძველზე გრანტით დაფინანსების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის ფარგლებში შეძენილი ქონება და აუთვისებელი სახსრები გადაეცემა ფონდს საკუთრებაში.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №223 - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

დანართი №2

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №223 - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 12.02.2019წ.

სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის მიზნით საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები

პროექტების შეფასების კრიტერიუმებია:

 

 

№

კრიტერიუმი

კოეფიციენტი

ქულა

1 (C), 2 (B), 3 (A)

1

პროექტის შესაბამისობა/მნიშვნელობა ორგანიზაციის პროფილსა და მიმდინარე/დაგეგმილ სამეცნიერო-კვლევით პროექტებთან

 

3

 

2

მომსახურებისა და განახლების გეგმა

 

3

 

3

აპარატურის/კომპიუტერული პროგრამის ხელმისაწვდომობის გეგმა/აღწერა

2

 

4

ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობა/ტრენინგის კომპონენტი

 

2

 
 

საბოლოო ქულა:

(მინიმალური − 10,

მაქსიმალური − 30)

   
 

შემაჯამებელი კომენტარი:

   

 

შეფასების თითოეული კრიტერიუმი ფასდება 3-ქულიანი სისტემით (1-3), სადაც 1 ქულა შეესაბამება C კატეგორიის შეფასებას, 2 ქულა შეესაბამება B კატეგორიის შეფასებას, ხოლო 3 ქულა შეესაბამება A კატეგორიის შეფასებას. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 30 ქულა.

 

კრიტერიუმებში ქულებით შეფასება განიმარტება შემდეგი სახით:

 

შეფასება ქულით

შეფასება ABC კატეგორიით

შეფასება

განმარტება

1

C

სუსტი

პროექტი არ პასუხობს/არაადეკვატურად (მცირედ) პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, პროექტი ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო, შეინიშნება სერიოზული, არსებითი სუსტი მხარეები

2

B

საშუალო

პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი უზუსტობები და სუსტი მხარეები, დასაბუთება არასაკმარისია

3

A

კარგი

პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს, არის ორიგინალური და აქვს მაღალი სამეცნიერო პოტენციალი.

 

დაფინანსებისათვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა მაქსიმალური 30 ქულიდან 20 ქულის მიღება.

კრებსითი — სრული ვერსია