„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
დოკუმენტის ნომერი
-
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი
1991-05-10
გამოქვეყნების თარიღი
1991-05-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

 

„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 27 დეკემბრის კანონის მეხუთე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

„თუ უზენაესი საბჭოს წევრის მოქმედება შეუფერებელია დეპუტატისათვის, ასეთ შემთხვევაში დეპუტატის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება, თუკი უზენაესი საბჭოს შესაბამის დადგენილებას მხარს დაუჭერს დეპუტატთა საერთო რაოდენობის ორი მესამედი მაინც“.

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი    ზ. გამსახურდია

 

თბილისი, 1991 წლის 10 მაისი.

 

კრებსითი — სრული ვერსია