სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.11.110.005.035
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №01
2003 წლის 8 იანვარი
ქ. თბილისი
სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ
„ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფები (დანართი № 1).
2. ბრძანება ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან.
დ. მირცხულავა
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის 2003 წლის 20 ივნისის ბრძანება №16-სსმIII, №64, 27.06.2003წ.,მუხ.553
დანართი №1
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფები
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფები განისაზღვრება მომსახურების შემდეგი სახეობებისათვის:
1. ქსელში მისაერთებელი ახალი ან რეკონსტრუირებული ელექტროდანადგარების (დანადგარი, რომელშიც წარმოიქმნება, გარდაიქმნება, გადაიცემა, განაწილდება, მოიხმარება ელექტრული ენერგია) ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება, გარდა ცალფაზა და მოსახლეობის საკუთრებაში არსებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტროტექნიკური დანადგარებისა, შემდეგი სიმძლავრეების მიხედვით:
ა) 1 კვტ-დან 5 კვტ-მდე – 60 ლარი.
5 კვტ-დან 20 კვტ-მდე – 120 ლარი.
20 კვტ-დან 50 კვტ-მდე – 200 ლარი.
50კვტ-ს ზემოთ 200 ლარს დამატებული ყოველ 1 კვტ-ზე 4.8 ლარი.
ბ) სატრანსფორმატორო ქვესადგურის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება შემდეგი სიმძლავრეებით:
100კვა-მდე 300 ლარი
100კვა-დან 250კვა-ს ჩათვლით 500 ლარი
400კვა-დან 630კვა-ს ჩათვლით 800 ლარი
1000კვა-და ზევით 1000 ლარი;
გ) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება შემდეგი ძაბვის მიხედვით:
საჰაერო გადამცემი ხაზი 0.4კვ. 1მ. – 0.36 ლარი.
საჰაერო გადამცემი ხაზი 6-10კვ. 1მ. – 0.72 ლარი.
საჰაერო გადამცემი ხაზი 35კვ. და ზემოთ 1მ. – 1.08 ლარი.
დ) საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება, შემდეგი ძაბვის მიხედვით:
საკაბელო ხაზი 6-10კვ 1მ 1,02 ლარი
საკაბელო ხაზი 0,4კვ 1მ 0,54 ლარი.
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის 2003 წლის 20 ივნისის ბრძანება №16-სსმIII, №64, 27.06.2003წ.,მუხ.553
2. ელექტროენერგეტიკულ სფეროში საკვალიფიკაციო ცოდნის შემოწმება 1 კაცი – 15 ლარი;
3. ელ.ტექნიკური პერსონალის სწავლება ტექნიკური ექსპლოატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესებში 1 სთ – 5,4 ლარი.
შენიშვნა: ტარიფებში გათვალისწინეულია დამატებითი ღირებულების გადასახადი.