„საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
„საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 26 აგვისტოს კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 24-ე მუხლს სიტყვის „ტრანსპორტის“ შემდეგ დაემატოს „უშიშროების“.
2. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული სამინისტროები, კომიტეტები და დეპარტამენტები
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის, საგარეო საქმეთა, უშიშროების, შინაგან საქმეთა სამინისტროები და კონტროლის სახელმწიფო კომიტეტი უშუალოდ ექვემდებარებიან საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს“.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 3 დეკემბერი