„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ამ კანონის ძალაში შესვლიდან ხუთი თვის განმავლობაში ვერც ერთი პოლიტიკური გაერთიანება ვერ დაირქმევს ადრე დაფუძნებული გაერთიანების სახელწოდებას“.
2. ეს კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
თბილისი, 1991 წლის 3 დეკემბერი