„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების მომსახურების სააგენტო „მთაწმინდის” წესდების დამტკიცების შესახებ” მინისტრის 2002 წლის 18 ივლისის №74 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
114
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2002-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2002-12-09
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.11.109.005.584
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების მომსახურების სააგენტო „მთაწმინდის” წესდების დამტკიცების შესახებ” მინისტრის 2002 წლის 18 ივლისის №74 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.109.005.584

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა N 114

2002 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების მომსახურების სააგენტო “მთაწმინდის” წესდების დამტკიცების შესახებ” მინისტრის 2002 წლის 18 ივლისის №74 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2002 წლის 18 ივლისის №74 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 24.07.2002 წ. მუხლი 688.) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და სიტყვა „სასტუმრო” შეიცვალოს სიტყვებით – „ადმინისტრაციული შენობების მომსახურების სააგენტო”.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2002 წლის18 ივლისის №74  ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვები „ანგარიშები ხაზინაში” შეიცვალოს სიტყვებით – „საბანკო ანგარიშები”.

ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ტქვეპუნქტში სიტყვები „და ფულად სახსრებს” შეიცვალოს სიტყვებით – „ფასეულობებს”.

3. დაევალოს გენერალურ სამდივნოს კანონმდებლობის თანახმად, უზრუნველოყოს ბრძანების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში.

4. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

შ. დოღონაძე

კრებსითი — სრული ვერსია