“დასაქმების სახელმწიოფო სამსახურის თანამდებობათა დაკავების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 23 ივნისის №236/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
300/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2002-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2002-11-04
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.11.119.005.552
“დასაქმების სახელმწიოფო სამსახურის თანამდებობათა დაკავების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 23 ივნისის №236/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.552

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №300/ნ

2002 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

“დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობათა დაკავების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 23 ივნისის №236/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

“დასაქმების სფეროში რეფორმის განხორციელების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 თებერვლის №63 ბრძანებულების შესაბამისად, დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობათა საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით, ვბრძანებ:

1. “დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობათა დაკავების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 23 ივნისის №236/ნ ბრძანების მე-6 პუნქტით დამტკიცებულ, დასაქმების სახელმწიფო სამსახურის საკონკურსო თანამდებობათა საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-11 პუნქტს დაემატოს:

 

ქალაქის საკოორდინაციო განყოფილების უფროსის მოადგილე

 

უმაღლესი განათლების მქონე პირი,

- ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 140-ს.

ბ) მე-12 პუნქტს დაემატოს:

 

იურიდიული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

 

 

 

ქუთაისის საქალაქო განყოფილების უფროსის მოადგილე

 

უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი,

- ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 130-ს.

 

უმაღლესი განათლების მქონე პირი,

- ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 130-ს.

გ) მე-14 პუნქტს დაემატოს:

 

აფხაზეთის დასაქმების სამსახურის მთავარი სპეციალისტი

 

უმაღლესი განათლების მქონე პირი,

- ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 120-ს.

დ) მე-15 პუნქტს დაემატოს:

 

აფხაზეთის დასაქმების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი

უმაღლესი განათლების მქონე პირი,

- ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 110-ს.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

ა. გამყრელიძე

კრებსითი — სრული ვერსია