“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომეკლატურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 26 აგვისტოს №748 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
892
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2002-10-24
გამოქვეყნების თარიღი
2002-10-28
სარეგისტრაციო კოდი
100.020.010.11.106.005.541
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომეკლატურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 26 აგვისტოს №748 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.005.541

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №892

2002 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 26 აგვისტოს №748 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის, „პატიმრობის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 26 აგვისტოს №748 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2002 წ., №86, მუხ.791) პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების უფროსები, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბისა და სამსახურის უფროსების მოადგილეები, სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის მოსამსახურეები (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით)”.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია