“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 11 თებერვლის №57 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
826
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2002-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2002-10-02
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.106.005.509
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 11 თებერვლის №57 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.509

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №826

2002 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 11 თებერვლის №57 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში ცვლილების შეტანილ შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 11 თებერვლის №57 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 12.02.2002, მუხ.97) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. გენერალურ ინსპექციაში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:

ა) სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველო;

ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის სამმართველო;

გ) საფინანსო-სარევიზიო სამმართველო.”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

რ. გილიგაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია