“მეტროლოგიური საქმიანობის მართვის სრულყოფის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
270
მიმღები ორგანო
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი
2002-09-26
გამოქვეყნების თარიღი
2002-10-01
სარეგისტრაციო კოდი
300.120.000.12.216.005.512
“მეტროლოგიური საქმიანობის მართვის სრულყოფის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.120.000.12.216.005.512

საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის (საქსტანდარტი) თავმჯდომარის

ბრძანება №270

2002 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

მეტროლოგიური საქმიანობის მართვის სრულყოფის შესახებ

საქართველოს კანონის „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ” მე-4, მე-5, მე-11 და მე-13 მუხლების მოთხოვნათა საფუძველზე, მეტროლოგიის სფეროში მართვის პროცესების შემდგომი სრულყოფის მიზნით. ვბრძანებ:

1. „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი მეტროლოგიური სამსახურების ფუნქციამოვალეობები უნდა მოიცავდეს: გაზომვის საშუალებების აღრიცხვიანობის, ტიპის დამტკიცების და დამოწმების ჩატარებისათვის წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას და ასევე კანონით დაშვებული სხვა უფლებების მიღების შესაძლებლობას.

2. საქსტანდარტის სისტემის სამსახურებმა (სამმართველოები, ტერიტორიული ორგანოები და სხვა) თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად შეუწყონ ხელი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების და სხვა იურიდიული პირების, აგრეთვე საქართველოს კანონის „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ” მე-13 მუხლით გათვალისწინებულ სფეროებში მეტროლოგიური სამსახურების შექმნას გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის მიზნით.

3. საქსტანდარტის მეტროლოგიის სამმართველომ უზრუნველყოს მეტროლოგიური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. შოშიტაიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია