“დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის წესში დამატებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი
2002-08-06
გამოქვეყნების თარიღი
2002-08-14
სარეგისტრაციო კოდი
290.160.000.12.220.005.449
“დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის წესში დამატებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.12.220.005.449

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის

სამსახურის უფროსის ბრძანება N 15

2002 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის წესში დამატებების შეტანის თაობაზე

I. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის დ) ქვეპუნქტის შესრულების მიზნით მომზადებულ დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის წესში (28.09.2001 ბრძანება N 22) შეტანილ იქნას შემდეგი დამატებები:

1. მე-2 მუხლის 1-ელ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ზ) ქვეპუნქტი:

„ზ) K1 – შესწორების კოეფიციენტი, რომელიც დაკავშირებულია მზღვეველის მიერ ერთი რისკის დაზღვევით ნაკისრ ვალდებულებასთან.“

2. 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41.

K1 (შესწორების კოეფიციენტი) გამოითვლება მზღვეველის მიერ ერთი რისკის დაზღვევით (გადაზღვევის გარეშე) ნაკისრი ვალდებულებების შეფარდებით მის აქტივებთან. ეს კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს 0,15-ს.“

II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ცერცვაძე

კრებსითი — სრული ვერსია