„ეროვნული ვალუტის 1,2,5,10 და 20 ლარის ღირებულების 2002 წლის მოდიფიკაციის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
43
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი
2002-07-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-09
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.08.009.005.437
„ეროვნული ვალუტის 1,2,5,10 და 20 ლარის ღირებულების 2002 წლის მოდიფიკაციის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.080.09.005.437

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №43

2002 წლის 26 ივლისი

 ქ. თბილისი

ეროვნული ვალუტის 1,2,5,10 და 20 ლარის ღირებულების 2002 წლის მოდიფიკაციის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების შესახებ

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე, 45-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

1. 2002 წლის 5 აგვისტოდან გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში გაუმჯობესებული ხარისხის 2002 წლის მოდიფიკაციის 1,2,5,10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები (თანახმად დანართისა).

2. ძველი მოდიფიკაციის ლარის ბანკნოტები მიმოქცევაში იმოძრავებს 2005 წლამდე 2002 წლის გამოშვების ბანკნოტების პარალელურად, თანაბარი დატვირთვით. ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს ყველა ნიმუშის ზემოაღნიშნული ნომინალის ბანკნოტები და აწარმოოს ანგარიშსწორება.

3. ეს დადგენილება, 2002 წლის მოდიფიკაციის ლარის ბანკნოტების თანდართული ნიმუშები და ინფორმაცია მათი დამცავი მექანიზმების აღწერილობის შესახებ გამოქვეყნდეს საინფორმაციო საშუალებებით და ეცნობოთ ფიზიკურ და იურიდიული პირებს.

    თავმჯდომარე

    ი. მანაგაძე

    შეტანილი ცვლილებები:

      1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 200 3 წლის 20 ივნისის დადგენილება № 25-სსმ III, №67, 03.07.2003წ .; მუხ . 614

      2. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 20 12 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №4 - ვებგვერდი, 09.08.2012წ.

2002 წლის მოდიფიკაციის 1, 2, 5,10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტების დამცავი ნიშნები

1. რელიეფური  ბეჭდვა – ბანკნოტების წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ ელემენტებზე (ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, წარწერები, ბორჯღალი, ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის,10 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტებზე ასევე პორტრეტები) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.

2. წყლისნიშანი – გამჭოლ შუქზე გახედვით1, 2 და 5-ლარიანი ბანკნოტების თეთრ ფონზე გამოისახება გარდამავალი ტონებით შესრულებული ბორჯღალის და ლარის ინდექსის „GEL“-ის ნათელი გამოსახულებები, ხოლო 10 და 20-ლარიანებზე - ფრთოსანი ცხოველის მულტიტონალური და“GEL“-ისა და ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის ნათელი გამოსახულებები;

3. წითელი ბოჭკოები – მიმობნეულია ბანკნოტის მთელ ზედაპირზე და ხილულია შეუიარაღებელი თვალით.

4. მიკროსტრიქონი – წარწერა „GEORGIA” იკითხება მხოლოდ გამადიდებელი ხელსაწყოს გამოყენებით.

5. ფარული გამოსახულება – დახრილი კუთხით გახედვისას 5, 10 და 20 ლარიანი ბანკნოტების წინა მხარეს გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები.

6. ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის – განსხვავებულია სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტებზე.

7. თანმხვედრი გამოსახულება – ძველი ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტი - 1,2 და 5 ლარიან ბანკნოტებზე, ბუს გამოსახულება – 10 ლარიან ბანკნოტებზე, ვერძის გამოსახულება - 20 ლარიან ბანკნოტებზე. ბანკნოტების წინა და უკანა მხარეებზე წარმოდგენილია შესაბამისი გამოსახულებების დანაწევრებული დეტალები, რომლებიც ერთიანდება მხოლოდ გამჭოლ შუქზე გახედვისას.

8. დამცავი ხაზი – მეტალიზებული, წყვეტილი დამცავი ხაზი წარწერით “LARI” მთლიანდება ბანკნოტის გამჭოლ შუქზე გახედვით.

9. ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები – 5, 10 და 20 ლარიანი ბანკნოტების წინა მხარეს დაბეჭდილია ფოლგის ფონზე.

10. ფოსფორესცენტული ნათება – ულტრაიისფერი სხივის ქვეშ იკითხება კვადრატი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ბორჯღალის გამოსახულებით.

11. ფლუორესცენტული ნათება – ულტრაიისფერი სხივის ქვეშ ყველა ნომინალის ბანკნოტების უკანა მხარეს ნათდება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, ხოლო 10 და 20-ლარიანებზე – დამატებით გრაფიკული გამოსახულებების ნაწილი.

12. ფლუორესცენტული ბოჭკოები – ბანკნოტის მთელ ზედაპირზე ულტრაიისფერი სხივის ქვეშ ნათდება ლურჯი, მწვანე და ყვითელი ბოჭკოები.

    13. სერიული ნუმერაცია - დაბეჭდილია ფლუორესცენციური (მარცხნივ) და მაგნიტური (მარჯვნივ) საღებავებით (მოიცავს 1 ლათინურ ასოს და 8 ციფრს ან 2 ლათინურ ასოს და 7 ციფრს).

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2012 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №4 - ვებგვერდი, 09.08.2012წ.

14. არაფოტოკოპირებადი ფონები – სპეციალური გრაფიკული ელემენტები-ბანკნოტების რეპროდუქციისაგან დასაცავად.

15. ინფრაწითელი ნათება – ინფრაწითელი სხივის ქვეშ ხილულია ბანკნოტებზე გამოსახული გრაფიკული ელემენტების მხოლოდ ნაწილი.

 

 

 

 

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 200 3 წლის 20 ივნისის დადგენილება № 25-სსმ III, №67, 03.07.2003წ .; მუხ . 614


საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 200 3 წლის 20 ივნისის დადგენილება № 25-სსმ III, №67, 03.07.2003წ .; მუხ . 614

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 200 3 წლის 20 ივნისის დადგენილება № 25-სსმ III, №67, 03.07.2003წ .; მუხ . 614

 

 

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 20 ივნისის დადგენილება №25-სსმIII, №67, 03.07.2003წ.; მუხ.614     

კრებსითი — სრული ვერსია