,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
82
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-04-14
გამოქვეყნების თარიღი
2009-04-16
სარეგისტრაციო კოდი
0000000.00(0).000.000000
,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №82

2009 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის    27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №55) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი; ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს;“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია