“საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებასა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ “საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ” წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
მიღების თარიღი
2002-06-28
გამოქვეყნების თარიღი
2002-07-11
სარეგისტრაციო კოდი
040.170.280.17.014.005.399
“საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებასა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ “საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ” წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.17.014.005.399

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება №17

2002 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებასა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ “საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ” წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე

“ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის საერთაშორისო სტანდარტებამდე ეტაპობრივად განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით კომისიამ დაადგინა:

1. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

“21. საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ” წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2002 წლის 1 აგვისტოდან”.

2. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებით დამტკიცებულ წესში “საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ზ) არალიკვიდური აქტივები შემდეგი ოდენობით: 2002 წლის 1 აგვისტოდან – 10%; 2004 წლის                1 იანვრიდან – 25%; 2005 წლის 1 იანვრიდან –50%; 2006 წლის 1 იანვრიდან – 75%; 2007 წლის                          1  იანვრიდან და შემდეგ - 100 %;”

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნების დღიდან.

4. ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილების მე-2 პუნქტი.

კომისიის თავმჯდომარე  მ. ჯიბუტი

კრებსითი — სრული ვერსია