ნავთობპროდუქტების, ეთილის, სპირტის და სპირტიანი სასმელების აღრიცხვის და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
193
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2002-06-27
გამოქვეყნების თარიღი
2004-02-20
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.11.117.005.382
ნავთობპროდუქტების, ეთილის, სპირტის და სპირტიანი სასმელების აღრიცხვის და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.117.005.382

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №193

2002 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების მიწოდების აღრიცხვის და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის №434 ბრძანებულების და 2002 წლის 15 მაისის №40 განკარგულების თანახმად, ქვეყნის ეკონომიკურ სივრცეში ნავთობროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების (დანართი 1-ის მიხედვით) საბითუმო და საცალო მიწოდებაზე სახელმწიფო კონტროლის, აღრიცხვიანობის გაუმჯობესებისა და დაბეგვრაში სრულად მოქცევის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტისა და სპირტიანი სასმელების ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციისათვის სავალდებულო სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმა (ტექსტში შემდგომ _ სსაფ) დანართი №2-ის ნიმუშის მიხედვით.

2. სსაფ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტს. სსაფ იბეჭდება 4 ეგზემპლარად, რომლის პირველი პირი განსხვავებული ფერისაა. სსაფ-ის გაცემა ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტისა და სპირტიანი სასმელების მიწოდებაზე ხდება ცენტრალიზებული წესით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს მიერ.

3. სსაფ სამოქმედოდ შემოღებული იქნეს 2002 წლის 1 ივლისიდან.

4. საწარმოებზე სსაფ გაიცეს მის I ეგზემპლარზე გამყიდველის და მისი საიდენტიფიკაციო ნომრის ჩაწერის შემდეგ, რომლის სისწორეს ადასტურებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიურო, I ეგზემპლარის უკანა მხარეს ბეჭდით და ჩანაწერით ,,გამყიდველის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი ჩაწერილია.”

5. სსაფ გადამხდელებზე გაიცემა არა უმეტეს 1 თვის მარაგის ოდენობით.

6. ნავთობპროდუქტების, ეთილის სპრიტისა და სპირტიანი სასმელების მიმწოდებელი საწარმო საქონლის საცალო მიწოდებისას არ არის ვალდებული გამოწეროს სსაფ (საქონლის საცალო მიწოდებისას გამოიყენება სალაროს ჩეკი), გარდა მყიდველის დასაბუთებული მოთხოვნისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №429-სსმIII, №1, 03.01.2003წ.; მუხ.7

7. გადამხდელებზე სსაფ-ის ყოველი შემდეგი პარტია გაიცემა წინა საგადასახადო პერიოდის მიხედვით გადამხდელის მიერ აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროში და საგადასახადო ინსპექციაში სათანადო ანგარიშგების შემდგომ.

8. სსაფ გამოიწერება ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების მიმწოდებლის მიერ 4 ეგზემპლარად, რომლის პირველი (ორიგინალი) და მესამე ეგზემპლარი ეძლევა მყიდველს, ხოლო მეორე და მეოთხე ეგზემპლარი (ასლები) რჩება გამყიდველს.

9. დაუშვებელია ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების საბითუმო და საცალო მიწოდებაზე სსაფ-ის გამოწერა პირზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული საგადასახდო ორგანოში გადასახადის გადამხდელად და არ აქვს მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიურო აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონს ინფორმაციას შემდგომი მოკვლევის ჩასატარებლად.

10. ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების მიმწოდებელი საწარმო ვალდებულია შეავსოს სსაფ-ის ფორმით გათვალისწინებული ყველა რეკვიზიტი, რომლის სისწორეს თავის მხრივ ადასტურებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს ინსპექტორი ან ბიუროსთან შეთანხმებით საგადასახდო ინსპექციის მიერ სპეციალურად გამოყოფილი თანამშრომელი ჰოლოგრამული მარკით, ხელის მოწერით, პირადნომრიანი ბეჭდით და დამოწმების თარიღის აღნიშვნით.

11. სსაფ-ის პირველ ეგზემპლარზე ჰოლოგრამული მარკის დაკვრა და ოთხივე ეგზემპლარის 24-ე უჯრაში პირადნომრიანი ბეჭდის დასმა და ხელის მოწერა, აგრეთვე სსაფ-ის მე-16 უჯრაში აღნიშვნის „X” გაკეთება (გარდა ამ ბრძანების მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ხდება ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების ტრანსპორტირების დაწყების წინ, რომლის გარეშე ნავთობპოდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება აკრძალულია, ხოლო სსაფ-ის პირველ და მესამე ეგზემპლარის 25-ე უჯრაში პირადნომრიანი ბეჭდის დასმა და ხელის მოწერა ხდება ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების მიღების შემდგომ. ამასთან, სავალდებულოა საქონლის მიღების მომენტში სსაფ იყოს ობიექტზე გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სპირტიანი სასმელების მიწოდება ხდება საბითუმო ქსელიდან საცალო სარეალიზაციო ქსელის ობიექტზე სადისტრიბუციო სამსახურების მეშვეობით, რომლის დროსაც სსაფ გამოიწერება ტრანსპორტირების დაწყების წინ და გადაეცემა მყიდველს არა უგვიანეს მეორე დღისა. ასეთ შემთხვევებში სავალდებულოა გამოიწეროს მკაცრი აღრიცხვის სასაქონლო ზედნადები. ექსპორტის შემთხვევაში სსაფ-ის 25-ე გრაფაში სათანადო აღნიშვნა კეთდება ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №429-სსმIII, №1, 03.01.2003წ.; მუხ.7

12. სსაფ-ში რეკვიზიტის შეცდომით შევსების შემთხვევაში სსაფ-ის ოთხივე ეგზემპლარი არაუგვიანეს 3 დღისა გაუქმების მიზნით წარედგინება აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს. აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიურო გაუქმებული სსაფ-ის შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონს.

13. კორექტირების შემთხვევაში გაუქმებული სსაფ-ის ნაცვლად გამოიწერება ახალი სსაფ, რომელშიც აისახება ფაქტობრივად განხორციელებული ოპერაციის რეკვიზიტები, მე-16 გრაფაში სათანადო აღნიშვნით -,,კორექტირებული”

14. ჰოლოგრამული მარკისა და სსაფ-ის 24-ე და 25-ე უჯრაში სათანადო წესით დამოწმების გარეშე სსაფ-ს ძალა არ აქვს.

15. იმპორტირებული ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების მიწოდებისას სსაფ-ში საქონლის დასახელებასთან ერთად უნდა აისახოს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის (სსდ) ნომერი, ხოლო საქონლის ყოველი შემდგომი მიწოდების დროს – აგრეთვე სსაფ-ის ნომერი, რომლითაც მოხდა ამ საქონლის შეძენა; იმპორტირებული ნავთობპროდუქტების მიწოდებისას – სსაფ-ში საქონლის დასახელებასთან ერთად უნდა აისახოს სსდ-ის და სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის (სსსდ) ნომრები, ხოლო საქონლის ყოველი შემდგომი მიწოდების დროს – აგრეთვე სსაფ-ის ნომერი, რომლითაც მოხდა ამ საქონლის შეძენა; ეთილის სპირტის, სპირტიანი სასმელების და ნავთობპროდუქტების წარმოების შემთხვევაში სსაფ-ში საქონლის დასახელებასთან ერთად უნდა აისახოს შესაბამისობის სერტიფიკატის ნომერი. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიურო აწვდის ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №81-სსმIII, №21, 26.02.2004წ.; მუხ.197

16. იურიდიულ პირსა და მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც არ ითვლებიან იურიდიულ პირებად, ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების მიწოდება, რაც მოითხოვს ტრანსპორტირებას, გამოწერილ უნდა იქნეს სსაფ, რომლის მე-11, მე-12 და მე-13 უჯრების №4-10 სვეტები არ შეივსება (სვეტებში კეთდება აღნიშვნა “_”).

17. სსაფ-ში ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების რაოდენობა ფიქსირდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურით გათვალისწინებულ ერთეულებში, ხოლო მისამართის გრაფებში იურიდიულ მისამართთან ერთად იწერება ფაქტობრივი მიწოდების ადგილი.

18. სსაფ-ის 26-ე გრაფაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს მიერ სპეციალური ბეჭდით დამოწმების გარეშე დღგ-ის ჩათვლა აკრძალულია.

19. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით შესაბამის საგადასახადო ინსპექციას სსაფ წარედგინება დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის დანართთან ერთად (დანართი №3-ის მიხედვით), აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს დამოწმების შემდგომ არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, მათ შორის:

ა) მყიდველის მიერ I ეგზემპლარი (ორიგინალი);

ბ) გამყიდველის მიერ IV ეგზემპლარი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №429-სსმIII, №1, 03.01.2003წ.; მუხ.7

20. საგადასახადო ინსპექციები ყოველი თვის 25 რიცხვისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროში წარადგენენ ინფორმაციას საწარმოების მიერ გამოწერილი და მიღებული სსაფ-ის შესახებ (დანართი №4 ფორმის მიხედვით), ასევე სსაფ-ის I და IV პირებს.

21. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა უზრუნველყოს საგადასახადო ინსპექციებში (ქ. თბილისის გარდა) მონიტორინგის ჯგუფების შექმნა და ამ ჯგუფების მიერ ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების მოძრაობაზე ყოველდღიური ინფორმაციის დროული წარდგენა აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროში.

22. სსაფ-ის და ჰოლოგრამული მარკების გაცემის ორგანიზება და მათ გამოყენებაზე სათანადო კონტროლის დაწესება უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიურომ.

23. ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით გაუქმდეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 17 თებერვლის №6, 2000 წლის 11 მაისის №78, 2000 წლის 9 აგვისტოს №622 და 2002 წლის 5 მაისის №227 ბრძანებები.

24. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. გოგიაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №429-სსმIII, №1, 03.01.2003წ.; მუხ.7

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №81-სსმIII, №21, 26.02.2004წ.; მუხ.197

                                                                                        დანართი №1

№

სასაქონლო ჯგუფის დასახელება

სესსნ კოდი

1

სპირტი ეთილისა არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით არანაკლები 80 მოც. %-ისა; სპირტი ეთილისა და სხვა დენატურირებული სპირტები ნებისმიერი კონცენტრაციისა

2207

2

სპირტი ეთილის არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები; სპირტის ნაყენები, ლიქიორი და სხვა სპირტიანი სასმელები

2208

3

ზეთები

340319100,

340319910,

340319990,

340399900,

4

ნედლი ნავთობი (გარდა მილსადენისა)

270900,

270900100,

270900900

5

ბიტუმი

271320000,

271390900

6

ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები

271000110-

271000980

7

თხევადი გაზი

271111000-

271119000,

290110100-

290129800

8

მისამართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი

(გარდა ნაფტალინისა –270740000

270710100-

270760600,

290211100-

290243000,

290511000-

290516900,

381111100-

381190000,

381400100,

381400900,

271220000

9

პიროლიზური ფისები

391110000,

391190900

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №429-სსმIII, №1, 03.01.2003წ.; მუხ.7

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია