საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 8 ნოემბრის №263 ბრძანებაში “აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ” დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
168
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2002-06-13
გამოქვეყნების თარიღი
2002-06-17
სარეგისტრაციო კოდი
200.120.000.11.117.005.353
საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 8 ნოემბრის №263 ბრძანებაში “აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ” დამატებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.11.117.005.353

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №168

2002 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 8 ნოემბრის №263 ბრძანებაში ”აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ დამატებების შეტანის თაობაზე

„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“  საქართველოს კანონის 21-ე მუხლის I პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ლუდის აქციზური მარკების ბეჭდვასა და მიწოდებაზე 2002 წლის 26 აპრილს ჩატარებული ტენდერის შედეგად ლუდის აქციზური მარკების დაბეჭდვის ფასის ცვლილების გამო, ვბრძანებ:

1. საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 8 ნოემბრის №263 ბრძანების პირველ პუნქტში არსებულ ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 გრაფა:

 

N

აქციზური მარკის სახეობა

დაბეჭდვის, ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯები

მიმოქცევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები

ნომინალური ღირებულება

 

 

აშშ დოლარებში

ლარებში

ლარებში

ლარებში

5

ლუდის (ახალი აქციზური მარკა)

5,10

9,94

0,98

10,92

 

2. ზემოაღნიშნული ცხრილის მე-4 გრაფის მოქმედების ვადა განისაზღვროს ძველი ნიმუშის ლუდის აქციზური მარკის სრულ ამოწურვამდე.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. გოგიაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია