საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის საფუძველზე კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა დამატებით სიაში ამომრჩეველთა შეყვანის განსაკუთრებული წესის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14/2002
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2002-05-29
გამოქვეყნების თარიღი
2002-06-05
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.13.007.005.332
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის საფუძველზე კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა დამატებით სიაში ამომრჩეველთა შეყვანის განსაკუთრებული წესის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.13.007.005.332

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №14/2002

2002 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის საფუძველზე კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა დამატებით სიაში ამომრჩეველთა შეყვანის განსაკუთრებული წესის შესახებ

2002 წლის 2 ივნისს ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისას კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა დამატებით სიაში შეტანის დროს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გამოყენებისას შესაძლო დარღვევების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა” და „ე” ქვეპუნქტების შესაბამისად,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

დაევალოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 27 მაისის №70/2002 განკარგულებით შექმნილ სპაციალურ ჯგუფს მიიღოს კონსენსუსის გზით გადაწყვეტილება 2002 წლის 2 ივნისის ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისას, კენჭისყრის დღეს, ამომრჩეველთა დამატებით სიაში შეტანის დროს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გამოყენების წესის თაობაზე და აღასრულოს.

კომისიის თავმჯდომარე  ჯ. ლომინაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია