ქალაქ თბილისში არსებული საარჩევნო ოლქების შესაბამისად, გარდა №6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიისა, შექმნილი სპეციალური ჯგუფების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
11/2002
მიმღები ორგანო
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
მიღების თარიღი
2002-05-20
გამოქვეყნების თარიღი
2002-05-24
სარეგისტრაციო კოდი
010.230.000.09.010.005.308
ქალაქ თბილისში არსებული საარჩევნო ოლქების შესაბამისად, გარდა №6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიისა, შექმნილი სპეციალური ჯგუფების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ

 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.09.010.005.308

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №11/2002

2002 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში არსებული საარჩევნო ოლქებში შესაბამისად, გარდა №6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიისა, შექმნილი სპეციალური ჯგუფების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 18 მაისის განკარგულება №62/2002-ით შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალური ჯგუფის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ქალაქ თბილისში არსებული საარჩევნო ოლქების შესაბამისად, გარდა №6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიისა, შექმნილი სპეციალური ჯგუფების დაფინანსების ოდენობა განისაზღვროს თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის, გარდა №6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიისა, გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობით.

2. ფულადი სახსრების განკარგვა და მათ მართლზომიერად გამოყენებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს ქალაქ თბილისში არსებული საარჩევნო ოლქების შესაბამისად, გარდა №6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიისა, შექმნილი სპეციალური ჯგუფების ხელმძღვანელს და ბუღალტერს.

3. საფინანსო ანგარიშსწორებისათვის გამოყენებულ იქნეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ფაქსიმელია, ოლქის ბეჭედი და საბანკო რეკვიზიტები.

კომისიის თავმჯდომარე  ჯუმბერ ლომინაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია