თელავის რაიონის სანიორის საარჩევნო ოლქის გაყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10/2002
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2002-05-20
გამოქვეყნების თარიღი
2002-05-24
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.13.007.005.306
თელავის რაიონის სანიორის საარჩევნო ოლქის გაყოფის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.13.007.005.306

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №10/2002

2002 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

თელავის რაიონის სანიორის საარჩევნო ოლქის გაყოფის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. ძალაში დარჩეს №17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის 2002 წლის 7 მაისის №2 განკარგულება.

2. ნება დაერთოს №17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიას №17.12 სანიორის საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებული კანდიდატები, რომლებიც ცხოვრობენ თელავის რაიონის სოფ. ართანაში, საკრებულოს გაყოფის შემდეგ რეგისტრაციაში გაატაროს ართანის №17.18 საარჩევნო ოლქში.

კომისიის თავმჯდომარე   ჯ. ლომინაძე

კრებსითი — სრული ვერსია