,,ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებისათვის საქართველოში დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული განცხადებების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
65
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
,,ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებისათვის საქართველოში დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული განცხადებების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №65

2009 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებისათვის საქართველოში დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული განცხადებების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „ევროკავშირისა და საქართველოს მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების დადების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 მარტის №142 ბრძანებულების შესაბამისად:

1. შეიქმნას ევროკავშირში დაცული სოფლის მეურ­ნე­ობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგ­რა­ფიული აღნიშვნებისათვის საქართველოში დაცვის მინიჭე­ბასთან დაკავშირებული განცხადებების განმხილველი კომი­სია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე ცინცაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მი­ნისტრის მოადგილე, კომისიის თავ­მ­ჯდომარე

მარიამ გელაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის  განვითარების დეპარტამენტის დარ­გობ­რივი განვითარების სამმართვე­ლოს უფროსის მოადგილე, კომისიის მდივანი

ნოდარ კერესელიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთი­ერთობების დეპარტამენტის უფროსი

გიორგი სურამელაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სა­მინისტროს საერთაშორისო ეკონო­მი­კურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურ­თიერთობათა დეპარტამენტის დი­რექ­ტორის მოადგილე

ელენე ქემაშვილი – სსიპ – ინტელექტუალური საკუთრე­ბის ეროვნული ცენტრის „საქპატენ­ტის “ იურიდიული და საავტორო სა­მართლის დეპარტამენტის უფროსი

გიორგი ქურდიანი – სსიპ – ინტელექტუალური საკუთრე­ბის ეროვნული ცენტრის „საქპატენ­ტის “ სასაქონლო ნიშნებისა და გეო­გ­რა­ფიული აღნიშვნების დეპარტა­მენ­ტის უფროსი

არჩილ ყარაულაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქ­­ტურებში ინტეგრაციის საკით­ხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგ­რა­ციის საკითხთა კოორდინაციის სამ­სა­ხურის უფროსი

ნინო ჯავახაძე – საქართველოს მთავრობის კანცელა­რიის საგარეო ურთიერთობათა სა­კით­­ხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსა­ხური) ექსპერტი (მთავარი სპეცია­ლის­ტი).

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №120 - სსმ III, №49, 28.04.2010წ., მუხ.721

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 მაისის დადგენილება №143 - სსმ III, №56, 20.05.2010წ., მუხ.864

2. დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება.

მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება შეწყდეს ევროკავშირისა და საქართველოს მიერ სოფლის მეურ-ნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე.

მუხლი 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სსიპ – ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა“ საზოგადოების ინფორმირების მიზნით უზრუნველყონ ევროკავშირში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების სიის (ორიგინალური და ქართული ტრანსლიტერაციით) გამოქვეყნება.

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №120 - სსმ III, №49, 28.04.2010წ., მუხ.721

2. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 მაისის დადგენილება №143 - სსმ III, №56, 20.05.2010წ., მუხ.864

3. ძალადაკარგულია – საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №3 71 – ვებგვერდი, 25 .12.2013წ.

ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებისათვის საქართველოში დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული განცხადებების განმხილველი კომისიის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებისათვის საქართველოში დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული განცხადებების განმხილველი კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად.

2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

    მუხლი 2. კომისიის ამოცანები

კომისია განიხილავს ევროკავშირისა და საქართველოს მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების დადების მიზნით გამოქვეყნებულ ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების განცხადებებს და იღებს გადაწყვეტილებებს.

    მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის ორგანიზაცია

1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები და კომისიის მდივანი.

2. კომისიას წარმოადგენს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

3. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, უძღვება კომისიის სხდომებს.

4. კომისიის მდივანი ამზადებს კომისიის სხდომის ოქმს, ატყობინებს დაინტერესებულ პირებს სხდომის გამართვის თარიღს.

5. კომისია განცხადების შეტანის დღიდან ერთ კვირაში დაინტერესებული პირის დაუსწრებლად აწყობს წინასწარ განხილვას, რომლის დროსაც დგინდება განცხადების შესაბამისობა ამ დებულების მოთხოვნებისადმი და იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განსახილველად მიღების თაობაზე.

6. განცხადების განსახილველად მიღების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის სხდომის გამართვის თარიღს.

7. კომისიის სხდომა იმართება განცხადების განსახილველად მიღების დღიდან ერთ თვეში. აღნიშნულ სხდომაზე კომისია იხილავს განცხადებას და იღებს გადაწყვეტილებას.

    მუხლი 4. განცხადების განხილვის საფუძველი

დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კომისიას წარუდგინოს განცხადება გამოქვეყნებული, ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის მოთხოვნით იმ მოტივით, რომ გამოქვეყნებული გეოგრაფიული აღნიშვნა:

ა) მცენარის ჯიშის, მათ შორის, ვაზის, ან ცხოველის ჯიშის დასახელების მსგავსია, რის გამოც შესაძლებელია მომხმარებელი საქონლის ჭეშმარიტი წარმომავლობის თაობაზე შეცდომაში შევიდეს;

ბ) ომონიმურია და მომხმარებელი შეჰყავს შეცდომაში პროდუქტის წარმოშობასთან მიმართებით;

გ) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის კარგი რეპუტაციის, მისი ცნობილობისა და გამოყენების ხანგრძლივობის გათვალისწინებით მომხმარებელი შეჰყავს შეცდომაში საქონლის ჭეშმარიტი წარმომავლობის შესახებ;

დ) საფრთხეს უქმნის მთლიანად ან ნაწილობრივ იდენტური დასახელების ან ნიშნის არსებობას, რომელიც 5 წელი მაინც კანონიერად გამოიყენება ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების გამოქვეყნებამდე;

ე) არის გვარეობითი სახელი.

    მუხლი 5. განცხადების წარდგენის წესი

1. კომისიას განცხადება წარედგინება ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების სიის გამოქვეყნებიდან 2 თვეში.

2. განცხადება უნდა ეხებოდეს მხოლოდ ერთ გეოგრაფიულ აღნიშვნას. იგი კომისიას უნდა წარედგინოს კომისიის თავმჯდომარის სახელზე, წერილობითი ფორმით.

3. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირის სახელი, გვარი და მისამართი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება და იურიდიული მისამართი;

ბ) სათანადოდ არგუმენტირებული მოსაზრება შესაბამისი მტკიცებულებით და გარემოებათა დასაბუთებით;

გ) თანდართული საბუთების ნუსხა, თუ განცხადებას თან ერთვის რაიმე დოკუმენტი.

    მუხლი 6. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისია განცხადების განხილვის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების ან უარის თქმის შესახებ.

2. გადაწყვეტილებას იღებენ კომისიის წევრები წერილობითი ფორმით, დაინტერესებული პირის დასწრების გარეშე.

3. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. გადაწყვეტილებას ხელს აწერენ კომისიის წევრები.

4. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კრებსითი — სრული ვერსია