სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.13.007.005.297
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №9/2002
2002 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის „საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის კანდიდატთა წარდგენის შესახებ“ 2002 წლის 19 აპრილის №3/2002 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოლს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. საქართველოს ცენტრალური საარჩვენო კომისიის „საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის კანდიდატთა წარდგენის შესახებ“ 2002 წლის 19 აპრილის №3/2002 დადგენილების მე-6 პუნქტში სიტყვები „კენჭისყრამდე არა უგვიანეს 14 მაისისა“ შეიცვალოს სიტყვებით „არა უგვიანეს 17 მაისისა“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე