,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
63
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-03-24
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №63

2009 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 “ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

“ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №94, მუხლი 1066) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლში და 44, 45 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„44. ამ მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული მერქნული რესურსი, აგრეთვე ტყით მოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკა-ფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მოჭრილი მერქნული რესურსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემდგომი რეალიზაციისათვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო).

45. სააგენტო მერქნულ რესურსს გასცემს შემძენის მიერ “ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებაში შესაბამისი ცვლილებების ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია