სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.005.227
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №85/ნ
2002 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
„სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 9 ნოემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე, 24-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 9 ნოემბრის №193/ნ ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მიმდინარე რეორიენტაციის პროცესში სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით“;
ბ) დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
დებულება შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.“;
გ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:
„მუხლი 111
უმაღლესი განათლების სამედიცინო სპეციალობის პერსონალის სახელმწიფო სერტიფიკატი არის სამი სახის:
ა) ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ბ) ფარმაცევტის სახელმწიფო სერტიფიკატი;
გ) უმაღლესი არასამედიცინო განათლების სამედიცინო პერსონალის სახელმწიფო სერტიფიკატი.“;
დ) დებულების 22-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უკანასკნელ წლებში (არანაკლებ შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის ხანგრძლივობისა) პრაქტიკული საექიმო საქმიანობის პროფილი“;
ე) დებულების 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23
საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება 5 წლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო სერტიფიკატით მინიჭებული უფლებამოსილების დადასტურება ხდება ხელახალი სერტიფიცირების (რესერტიფიცირების) მეშვეობით.“;
ვ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს 24-ე მუხლი;
ზ) დებულების 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33
ფარმაცევტის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, სერტიფიკატი შეიძლება იყოს ზოგადი პროფილის ფარმაცევტისა და ფარმაცევტ-სპეციალისტის. ფარმაცევტ-სპეციალისტის სერტიფიკატი გაიცემა შემდეგ სპეციალობებში:
ა) ფარმაცევტ-ორგანიზატორი;
ბ) ფარმაცევტ-ტექნოლოგი;
გ) ფარმაცევტ-ანალიტიკოსი;
დ) ფარმაცევტ-ტოქსიკოლოგი.“;
თ) დებულების 41-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უკანასკნელ წლებში (არანაკლებ შესაბამის ფარმაცევტულ სპეციალობაში რეზიდენტურის ხანგრძლივობისა) პრაქტიკული ფარმაცევტული საქმიანობის პროფილის მიხედვით;
ი) დებულების 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 42. ფარმაცევტის სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება 5 წლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო სერტიფიკატით მინიჭებული უფლებამოსილების დადასტურება ხდება ხელახალი სერტიფიცირების (რესერტიფიცირების) მეშვეობით;“;
კ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს 43-ე მუხლი;
ლ) დებულების 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 49
„საბჭოს“ შემადგენლობაში შედის 25 წევრი, რომელთა წარმომადგენლობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) „სამინისტროს“ – 6 წევრი;
ბ) უმაღლეს სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებებს – 5 წევრი;
გ) იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებსაც გააჩნიათ სამედიცინო სამსახური – 3 წევრი;
დ) ექიმთა პროფესიულ ასოციაციებს – 7 წევრი;
ე) საზოგადოებრიობას – 2 წევრი;
ვ) სამედიცინო დაწესებულებებს – 2 წევრი;“
მ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 511-ე, 512-ე, 513-ე და 514-ე მუხლები:
„მუხლი 511
„საბჭოს” სხდომები იმართება თავმჯდომარის მოწვევით, არა უმცირეს კვარტალში ერთხელ ან „საბჭოს” სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით.
მუხლი 512
„საბჭო“ უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება „საბჭოს” წევრთა ორი მესამედი. „საბჭოს” გადაწყვეტილება მიიღება წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით (ღია ან ფარული კენჭისყრით), ხმათა თანაბრობისას გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 513
„საბჭოს” გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელისმოწერით ადასტურებენ თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 514
„საბჭოს” თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას ხელმძღვანელობს მისი მოადგილე.”;
ნ) დებულების 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 63. დროებითი სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემა 1 წლამდე ვადით.“;
ო) დებულების 75-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სახელმწიფო სასერტიფიკაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;“;
პ) დებულების 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 94
განმეორებით სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღებიდან არა უადრეს ექვსი თვისა;“;
ჟ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის X თავი და 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე, მე-100, 101-ე და 102-ე მუხლები:
„თავი X
უმაღლესი არასამედიცინო განათლების სამედიცინო პერსონალის სახელმწიფო სერტიფიკატი
მუხლი 96
უმაღლესი არასამედიცინო განათლების სამედიცინო პერსონალის (სპეციალისტის) სახელმწიფო სერტიფიკატი ენიჭება საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს განათლება სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე ან საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის შესაბამის უმაღლეს სასწავლებელში, განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ სპეციალობებში.
მუხლი 97
უმაღლესი არასამედიცინო განათლების სამედიცინო პერსონალს ენიჭება „სპეციალისტის –არასამედიცინო უმაღლესი განათლებით“ სახელმწიფო სერტიფიკატი.
მუხლი 98
სპეციალისტის სერტიფიკატი გაიცემა განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სპეციალობებში.
მუხლი 99
„სპეციალისტის” სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად კონკრეტულ სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება პირი:
ა) რომელსაც გააჩნია შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო ცენზის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა;
ბ) შესაბამის სპეციალობაში რეზიდენტურის ან ასპირანტურის კურსის გავლის დამადასტურებელი მოწმობა ან უცხო ქვეყნის ანალოგიური მოწმობა, აღიარებული საქართველოს მიერ;
გ) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა; ამასთან, მუშაობის სტაჟი არ უნდა იყოს შესაბამის სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები.*
მუხლი 100
სერტიფიკატის მაძიებლის სპეციალობას განსაზღვრავს:
ა) უმაღლესი განათლების პროფილი და დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადება;
ბ) საკანდიდატო ან სადოქტორო დისერტაციის გრიფი (მაძიებლებს, რომლებსაც 1997 წლის 1 ნოემბრამდე მინიჭებული აქვთ მეცნიერებათა კანდიდატის ან დოქტორის შესაბამისი სამეცნიერო ხარისხი);
გ) უკანასკნელ წლებში (არანაკლებ შესაბამის სპეციალობაში რეზიდენტურის ხანგრძლივობისა) პრაქტიკული საქმიანობის პროფილი.
მუხლი 101
„სპეციალისტის“ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება 5 წლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო სერტიფიკატით მინიჭებული უფლებამოსილების დადასტურება ხდება ხელახალი სერტიფიცირების (რესერტიფიცირების) მეშვეობით.“.
2. დამტკიცდეს უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს შემადგენლობა;
ლ. ჭიპაშვილი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თავმჯდომარე
გ. წერეთელი – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საბჭოს წევრი
ნ. გრიგალაშვილი – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, საბჭოს წევრი
ნ. ფრუიძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;
ვ. მოსიძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;
რ. ბერიაშვილი – სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;
დ. კორძაია – ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;
თ. პირველაშვილი – ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის ჯანდაცვის სისტემის რესურსების განვითარების სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი
გ. მენაბდე – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორი, საბჭოს წევრი;
რ. ხეცურიანი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, საბჭოს წევრი;
დ. გორდელაძე – ივ. ჯავახიშვილის სახ.სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი, საბჭოს წევრი;
ა. ბურჯანაძე – თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური ჰოსპიტლის უფროსი, საბჭოს წევრი;
გ. აბესაძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი;
რ. ღულაძე – იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;
მ. სახვაძე – საქართველოს ექთანთა ასოციაციის პრეზიდენტი, საბჭოს წევრი;
ვ. მარგველაშვილი – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საბჭოს წევრი;
დ. თელია – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი, საბჭოს წევრი;
ნ. ლომიძე – საქართველოს ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საბჭოს წევრი;
ა. ალადაშვილი – საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის წარმომადგენელი, საბჭოს წევრი;
გ. კიკნაძე – ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის საკანონმდებლო ჯგუფის ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი;
გ. ლობჟანიძე – ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი, საბჭოს წევრი;
ნ. გორგასლიძე – საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, საბჭოს წევრი;
ი. სასანია – მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს „რესპუბლიკა” დირექტორი, საბჭოს წევრი;
გ. სიმონია – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სწავლების ხარისხის უზრუნველყოფისა და პერსპექტიული დაგეგმარების სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი;
ყ. ფაღავა – საქართველოს პედიატრთა ასოციაციის წარმომადგენელი, პროფესორი, საბჭოს წევრი;
თ. დეკანოსიძე – ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს წევრი;
ე. გულიაშვილი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მინისტრის 2004 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №246/ნ - სსმ III, №107, 29.09.2004 წ.,მუხ.932
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მინისტრის 2004 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №246/ნ - სსმ III, №107, 29.09.2004 წ.,მუხ.932
* მაძიებლები, რომლებსაც არ უმუშავიათ სპეციალობით ბოლო 5 წლის განმავლობაში, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებად ვალდებულნი არიან გაიარონ კვალიფიკაციის ამაღლების სრულვადიანი კურსი.