“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
157
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2002-03-18
გამოქვეყნების თარიღი
2002-03-19
სარეგისტრაციო კოდი
010.240.020.11.106.005.194
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.11.106.005.194

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №157

2002 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ”  საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებით დამტკიცებულ №3 დანართის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს” შეიცვალოს სიტყვებით „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის   მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის განყოფილების”.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია