,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
39
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-03-02
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №39

2009 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №70, მუხლი 624) დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11  პუნქტი:

,,11. პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს მთავრობის წევრთა მიერ საკუთარი უფლებამოსილებებისა და დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებისათ-ვის გამოიყენოს მათი წახალისების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, პრემირება. პრემირება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემის გზით, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში – საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია