“საქართველოს უისტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №128 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
79
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2002-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2002-03-05
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.106.005.171
“საქართველოს უისტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №128 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.171

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №79

2002 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №128 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №128 ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულებისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ”;

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ”;

3. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩაითვალოს მე-5 პუნქტად და დაემატოს მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისია განისაზღვროს შვიდი წევრით: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის ხუთი წევრი.

3. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1) ირინე იმერლიშვილი          – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. კომისიის თავმჯდომარე;

 2) ზურაბ ეზუგბაია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

3) ზაზა მეიშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

4) მანანა ცინაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

5) გიორგი სურგულაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

6) ლეილა მამულაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის ნოტარიატის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი.

7) ჯუმბერ კოპალიანი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, კომისიის წევრი.

4. დამტკიცდეს კომისიის დადგენილების ფორმა (დანართი №1).”.

5. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შესახებ” დებულების მე-6 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მოქალაქეთა ქართული გვარისა და ეროვნების აღდგენის საკითხებს”;

6. დებულების მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს დადგენილებები, რეკომენდაციები, წინადადებები, დასკვნები და სხვა გადაწყვეტილებები.”;

7. დებულების მე-18 პუნქტში სიტყვები: „წინადადებებსა და დასკვნებს – კომისიის თავმჯდომარე” შეიცვალოს სიტყვებით: „გადაწყვეტილებებს – კომისიის წევრები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საკითხის განხილვაში და მის დადებით გადაწყვეტაში”;

8. დებულების მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. კომისიის მიერ მიღებული დადგენილებები, რეკომენდაციები, წინადადებები, დასკვნები და სხვა გადაწყვეტილებები არ ატარებენ სავალდებულო ძალას.”;

9. დებულების მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე საკურატორო სფეროს მიხედვით უფლებამოსილია კომისიის წინადადებების, დასკვნებისა და სხვა გადაწყვეტილებების საფუძველზე გამოსცეს ბრძანება.”.

10. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია