„სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 9 ნოემბრის №400 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
515
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2001-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2001-12-13
სარეგისტრაციო კოდი
100.060.010.11.106.005.094
„სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 9 ნოემბრის №400 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.060.010.11.106.005.094

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №515

2001 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 9 ნოემბრის №400 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„’ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 9 ნოემბრის №400 ბრძანების №2 დანართის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ე” ქვეპუნქტი:

„ე) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ნაწილის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის დროს პასუხისმგებელი ექიმი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ავადმყოფის სასწრაფო წესით სამკურნალო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციის თაობაზე, რის შესახებაც სამედიცინო ნაწილის უფროსი მიმართავს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას ავადმყოფის დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნით და დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტს.”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია