თანამშრომელთა გადაადგილების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
მიღების თარიღი
2002-01-04
გამოქვეყნების თარიღი
2002-01-17
სარეგისტრაციო კოდი
130.070.000.11.111.005.122
თანამშრომელთა გადაადგილების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 130.070.000.11.111.005.122.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების� მინისტრის

ბრძანება №1

2002 წლის 4 იანვარი

ქ. თბილისი

თანამშრომელთა გადაადგილების შესახებ

� სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის (პარლამენტის უწყებანი №11-12 , 14.03.1998 , ცვლილება 2001.10 . 26 , №1129-Iს) საფუძველზე, საქართველოს სამხედრო ძალების შინაგანი სამსახურის წესდების მე-2 თავის 44-ე და 46-ე მუხლების, აგრეთვე სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების მე-3 თავის მე-12 პუნქტის � ე� ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:

1. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკურობიდან და სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროს თანამშრომლები მინისტრის ბრძანებით მათი სურვილის გაუთვალისწინებლად და კონკრეტული მოტივაციის მითითების გარეშე შესაძლებელია გადაადგილდნენ თანაბარი სტატუსის მქონე თანამდებობაზე.

2. ბრძანება გაეცნოს სამინისტროს პირად შემადგენლობას.

ვ. ხაბურძანია

კრებსითი — სრული ვერსია