“საქართველოს საფოსტო მარკის მიმოქცევაში გაშვების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
84
მიმღები ორგანო
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი
2001-09-28
გამოქვეყნების თარიღი
2001-10-02
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.11.115.004.993
“საქართველოს საფოსტო მარკის მიმოქცევაში გაშვების შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.004.993

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №84

2001 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო მარკის მიმოქცევაში გაშვების შესახებ

     „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივნისის №279 ბრძანებულებით დამტკიცებულ, „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულების“, მე-4 მუხლის მე-2 პარაგრაფის „თ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის 1999 წლის 24 მარტის №01/27 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების შესახებ დებულების“ 1-ლი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

     1. 2001 წლის 3 ოქტომბრიდან დადგენილ და გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში შემდეგი ნიმუშის საქართველოს საფოსტო მარკა:

     ა. „ჭადრაკი“ – 1 მარკა, ავტორი ბ. ძაგნიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 51X29მმ; ნომინალური ღირებულება 1,0 ლარი; ტირაჟი 40 ათასი, ფურცელში 6 მარკა (3X2).

     2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.

მარკა №288

ნომინალი 1,0 ლარი

 

მ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია