(ძალადაკარგულია - 19.06.2015, №275)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №8
2009 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 201 4 წლის 7 თებერვლის დადგენილება № 1 2 9 – ვებგვერდი, 11.02.2014წ.
1.,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანდართული დებულება.
საქართველოს მთავრობის 201 4 წლის 7 თებერვლის დადგენილება № 1 2 9 – ვებგვერდი, 11.02.2014წ.
2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის დანიშვნამდე ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მასში შემავალი სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების – იურიდიული დახმარების სამსახურისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მოსამსახურეები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში შესაბამის თანამდებობებზე დანიშვნამდე მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ,,პატიმრობის შესახებ“,,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“,,,იურიდიული დახმარების შესახებ“,,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“,,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“,,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“,,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონებსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2009 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედებული ცვლილებების ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მოწმობების, ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადებამდე, ამ დადგენილების მე-3 პუნქტში მითითებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გამოიყენება 2009 წლის 1 თებერვლამდე მოქმედი მოწმობები, ბლანკები, ბეჭდები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები.
5. დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.
პირველი ვიცე-პრემიერის
მოვალეობის შემსრულებელი ნ. გილაური
საქართველოს სასჯელაღსრულების ა და პრობაციის სამინისტროს დებულება
საქართველოს მთავრობის 201 4 წლის 7 თებერვლის დადგენილება № 1 2 9 – ვებგვერდი, 11.02.2014წ.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მინდობილი აქვს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველყოფა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს .
3. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა №3.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება №16- სსმ III, №16, 13.02.2009 წ ; მუხ .199
საქართველოს მთავრობის 201 4 წლის 7 თებერვლის დადგენილება № 1 2 9 – ვებგვერდი, 11.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 მარტის დადგენილება №204 – ვებგვერდი, 05.03.2014წ.
მუხლი 2
1. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი . სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის .
2. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი , ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა .
3. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით .
4. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით .
5. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელების აბრებზე , აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლელების აბრებზე .
6. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა . სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე , სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე .
თავი II
სამინისტროს მმართველობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 3.
სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასჯელის აღსრულების განხორციელების ორგანიზება და სასჯელაღსრულების ორგანოთა მართვა, მათი მატერიალურ-ტექნიკური და სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
გ) (ამოღებულია – 07.02.2014, №129);
დ) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის დადგენილება №129 – ვებგვერდი, 11.02.2014წ.
მუხლი 4
სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვა, მსჯავრდებულ პირთა მიმართ სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის აღსრულება, კანონით გათვალისწინებული წესით მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში დანაშაულის, აგრეთვე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის მიერ სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მზადების სტადიაში აცილება, მომხდარი დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა; სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან მათი კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთქმედება იმ დანაშაულთა გამოვლენისათვის, რომლებიც მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებამდე; კანონით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
გ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა საექიმო-სამედიცინო პუნქტების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებების სამედიცინო ნაწილებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების ხელმძღვანელობა, მათი საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი; პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება;
დ) პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის განვითარება, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და კონტროლი;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა საშტატო ნუსხების დამტკიცება და საქმიანობის გეგმების შემუშავება, მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოხელეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის დადგენილება №76-სსმ III, №47, 16.04.2009წ; მუხ.525
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 ივნისის დადგენილება №232 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის დადგენილება №195 – ვებგვერდი, 24.02.2014წ.
თავი III
სამინისტროს ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 5
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამარათლის იურიდიული პირების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამინისტროს მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს;
ზ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისათვის;
თ) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ შემთხვევებში, კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ანიჭებს მოხელეებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;
კ) დადგენილი წესით მოხელეებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად;
ლ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხარჯთა ნუსხებს, აკონტროლებს მათ შესრულებას და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს, ადგენს მათ სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს;
ნ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ო) უფლებამოსილია სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;
პ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;
ჟ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
რ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ს) კანონით დადგენილი წესით უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას (სახელმწიფო კონტროლს) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების აქტებსა და მოქმედებებს;
ტ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს;
უ) კანონით დადგენილი წესით აჩერებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;
ფ) კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირთა აქტებსა და მოქმედებებს მიზანშეუწონლობის მოტივით;
ქ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
ღ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს;
ყ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მინისტრის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №226-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1829
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №342-სსმ III, №148,12.11.2010წ; მუხ.2102
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №3 88 – ვებგვერდი, 31 .1 2 .2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის დადგენილება №129 – ვებგვერდი, 11.02.2014წ.
მუხლი 6
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე.
4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნის შემთხვევაში, ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას.
5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, შესაძლებელია, იმავდროულად იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება №16-სსმ III, №16, 13.02.2009წ; მუხ.199
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 ივნისის დადგენილება №232 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №410 - ვებგვერდი, 28.09.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №3 88 – ვებგვერდი, 31 .1 2 .2013წ.
მუხლი 7
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
მუხლი 8
1. სამინისტროს საშტატო შემადგენლობაში არიან:
ა) მინისტრის მრჩევლები;
ბ) მინისტრის თანაშემწეები;
გ) მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე;
დ) მინისტრის მოადგილეების თანაშემწეები;
ე) გამომძიებლები;
ვ) გენერალური ინსპექციის უფროსი ინსპექტორები;
ზ) გენერალური ინსპექციის ინსპექტორები;
თ) გენერალური ინსპექციის მრჩევლები;
ი) გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტები;
კ) გენერალური ინსპექციის სპეციალისტები;
ლ) მრჩევლები;
მ) სამინისტროს მთავარი სპეციალისტები;
ნ) სამინისტროს სპეციალისტები;
ო) დაწესებულების მთავარი ექიმები;
პ) განყოფილების უფროსი ექიმები;
ჟ) მთავარი ექიმის მოადგილე;
რ) ლაბორატორიის უფროსი;
ს) უფროსი ექიმები;
ტ) ექიმი (ოჯახის ექიმი, დღის ექიმი, მორიგე ექიმი, მეანკოლოგი, პედიატრი, თერაპევტი, კარდიოლოგი, რევმატოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი, ნეფროლოგი, ანგიოლოგი, ზოგადი ქირურგი, გულმკერდის ქირურგი, სისხლძარღვთა ქირურგი, მორიგე ქირურგი, ქირურგი ონკოლოგი, ონკოლოგი, ტრავმატოლოგი, უროლოგი, პროქტოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ქიმიოთერაპევტი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი, ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი, დერმატოვენეროლოგი, ფტიზიოპულმონოლოგი, სეფსისოლოგი, პარაზიტოლოგი, ფსიქიატრი, ნარკოლოგი, რენტგენოლოგი, ექოსკოპისტი, ენდოსკოპისტი, სტომატოლოგი, სტომატოლოგორთოპედი, ექიმილაბორანტი, ექიმი ბიოქიმიკოსი, ბაქტერიოლოგი, ფიზიოთერაპევტი, რეაბილიტოლოგი, ფარმაცევტი, ექიმიდიეტოლოგი);
უ) უფროსი ექთნები;
ფ) ექთნები (საოპერაციოს უფროსი ექთანი, საოპერაციოს ექთანი, შესახვევის ექთანი, დღის ექთანი, მორიგე ექთანი, ლაბორანტი, მორიგე ლაბორანტი, რენტგენლაბორანტი, მორიგე რენტგენლაბორანტი, მასაჟისტი, პროზექტორი, დიასახლისი, ექთანიდიეტოლოგი, პროვიზორი);
ფ1) ადმინისტრაციული ასისტენტი;
ფ2) ფარმაციის ასისტენტი;
ქ) წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირი, წამლების სამარაგოს თანამშრომლები, სტატისტიკოსები;
ღ) სანიტრები.
2. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
3. მინისტრის მოადგილის თანაშემწეს მინისტრის მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მოადგილის თანაშემწე უშუალოდ ემორჩილება მინისტრის მოადგილეს. მინისტრის მოადგილის თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე-ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს მინისტრი, კანონით დადგენილი წესით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე-ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა მოვალეობანი შეიძლება განისაზღვროს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №91-სსმ III, №33, 31.03.2010წ; მუხ.533
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №400-სსმ III,№172,31.12.2010წ; მუხ.2473
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №475 – ვებგვერდი, 26.12.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №3 88 – ვებგვერდი, 31 .1 2 .2013წ.
თავი IV
სამინისტროს სისტემა
მუხლი 9
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ბ) გენერალური ინსპექცია;
გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
დ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
ე) საგამოძიებო დეპარტამენტი;
ვ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ზ) სამედიცინო დეპარტამენტი;
თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ;
ი) შიდა აუდიტის სამსახური.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება №16-სსმ III, №16, 13.02.2009წ; მუხ.199
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის დადგენილება №76-სსმ III, №47, 16.04.2009წ; მუხ.525
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 ივნისის დადგენილება №232 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №3 88 – ვებგვერდი, 31 .1 2 .2013წ.
მუხლი 10
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა სასჯელაღსრულების დე-პარტამენტი.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №226-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1829
მუხლი 11
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:
ა) (ამოღებულია – 07.02.20 1 4, №129);
ბ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი;
გ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №226-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1829
საქართველოს მთავრობის 201 4 წლის 7 თებერვლის დადგენილება № 1 2 9 – ვებგვერდი, 11.02.2014წ.
თავი V
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები
მუხლი 12
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სახელწოდება და კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით.
მუხლი 13
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისთვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ბ) სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
გ) დანაშაულის პრევენციის მიზნით, საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა და სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამების შესახებ წინადადებების მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
დ) სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარების და გამოწვევების, სამომავლო თანამშრომლობის პოლიტიკურ-სტრატეგიული ანალიზის მომზადება და მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და შესაბამისი სტრუტურული ქვედანაყოფებისათვის წარდგენა;
ე) სტატისტიკური მეთოდოლოგიის პერიოდული გადახედვა, დახვეწა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის ანალიზი და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, თანამედროვე მენეჯმენტისა და მეთოდების დანერგვის შესახებ წინადადებების მომზადება;
ზ) სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
ი) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;
კ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა;
ლ) სამინისტროს სისტემაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
მ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
ნ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხთა მომზადება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით;
პ) დადგენილი წესით, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნა და მათი მიზნობრივი გამოყენება;
ჟ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;
რ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
ს) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ტ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ბრძანებების რეესტრის წარმოება;
ფ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ქ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;
ყ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება №16-სსმ III, №16, 13.02.2009წ; მუხ.199
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 ივნისის დადგენილება №232 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 ივლისის დადგენილება № 433 – ვებგვერდი, 07.07 .2014წ.
მუხლი 14
გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
ბ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
გ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლის განხორციელება;
ე) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
ვ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე კონტროლი;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების განხორციელება სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №475 – ვებგვერდი, 26.12.2012წ.
საქართველოს მთავრობის 201 4 წლის 7 თებერვლის დადგენილება № 1 2 9 – ვებგვერდი, 11.02.2014წ.
მუხლი 15. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება №16-სსმ III, №16, 13.02.2009წ; მუხ.199
მუხლი 16
სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) მინისტრის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ვიზირება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ე) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ზ) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
ზ1) სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;
ი) (ამოღებულია);
კ) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება №16-სსმ III, №16, 13.02.2009წ; მუხ.199
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №289-სსმ III, №127,04.10.2010წ; მუხ.1845
მუხლი 17
ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ბ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
გ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურტექნიკური უზრუნველყოფა.
მუხლი 18
საგამოძიებო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე, 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულთა გამოძიება;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე, 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულთა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 ივნისის დადგენილება №232 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.
მუხლი 181
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებთან;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია საქართველოში არსებულ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
გ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება №16-სსმ III, №16, 13.02.2009წ; მუხ.199
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 ივნისის დადგენილება №232 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.
მუხლი 182
სამედიცინო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და განვითარება ეროვნული და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად;
ბ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
გ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და კონტროლი;
დ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებსა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მყოფი პირების ამბულატორიული და სტაციონარული (გეგმური და გადაუდებელი) სამედიცინო დახმარების გაწევის ორგანიზება;
ე) უწყებრივი სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზება და კონტროლი, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება;
ვ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებსა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მძიმე და ძნელად სადიაგნოსტიკო შემთხვევების განხილვისა და ანალიზის ორგანიზება. სამედიცინო შეცდომების, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის, ლეტალური შემთხვევების გამოვლენა, განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ზ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების საკონსულტაციო და დიაგნოსტიკური უზრუნველყოფა;
თ) წინადადებების შემუშავება სამედიცინო დეპარტამენტის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებების, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მედიკამენტებით, სახარჯი მასალებით, სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით უზრუნველყოფის მიზნით;
ი) ურთიერთობების დამყარება სამთავრობო, არასამთავრობო ადგილობრივ და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, მათი მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და მეთოდური დახმარების მიღების მიზნით;
კ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებების, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების თანამშრომელთა ტრენინგების, სპეციალიზაციის, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება: ასევე, უწყების სამედიცინო მოსამსახურეთა მიერ დაკავებულ თანამდებობასთან სპეციალობის მიხედვით სახელმწიფო სერტიფიკატების შესაბამისობის კონტროლი;
ლ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებსა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
მ) სამედიცინო სტატისტიკის წარმოების და ეპიდემიოლოგიური მონაცემების შეგროვების ორგანიზება;
ნ) სამედიცინო ხასიათის წერილების, წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, შესაბამისი რეაგირება და შესრულების კონტროლი;
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის დადგენილება №76-სსმ III, №47, 16.04.2009წ; მუხ.525
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 ივნისის დადგენილება №232 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის დადგენილება №1 95 – ვებგვერდი, 24 .02.2014წ.
მუხლი 183
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო მიმართულებების პროექტებისა და გეგმების შემუშავება, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა და განვითარება;
გ) სამინისტროს ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება;
ე) სამინისტროს სისტემის კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების, სამინისტროს ინტერნეტმომწოდებლებთან ურთიერთობა და ინტერნეტთან წვდომის ხარისხის კონტროლი;
ვ) სამინისტროს ტელესაკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება, მონიტორინგი, ურთიერთკავშირი და გამართულად ფუნქციონირება.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 ივნისის დადგენილება №232 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.
მუხლი 184
შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული საფინანსო-ეკონომიკური რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება, სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:
ა.ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ა.ბ) სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/ანალიზი;
ა.გ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ა.დ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ა.ე) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ა.ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ბ) სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის აღმოჩენა და მისი შემოწმების მიზნით განსახორციელებელი სისტემური ანალიზის შემდეგი ღონისძიებები:
ბ.ა) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;
ბ.ბ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ საფინანსო-ეკონომიკური კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამომწვევი მიზეზების დადგენისა და ანალიზის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №3 88 – ვებგვერდი, 31 .1 2 .2013წ.
თავი VI
სათათბირო ორგანოები
მუხლი 19
1. მინისტრს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები).
2. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი და სათათბირო ორგანოს საქმიანობის უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფები.
3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს მინისტრს.
5. მოხელე ან პირი, რომელიც მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ თავისი თანხმობით.
6. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.
7. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ სათათბირო ორგანოს შექმნის დროს სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
9. სათათბირო ორგანოს მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.