“ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმის სასინჯი კონტროლის (ზედამხედველობის) განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 6 სექტემბრის №192 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
211
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2001-09-18
გამოქვეყნების თარიღი
2001-09-25
სარეგისტრაციო კოდი
300.140.000.11.117.004.973
“ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმის სასინჯი კონტროლის (ზედამხედველობის) განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 6 სექტემბრის №192 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი      300.140.000.11.117.004.973

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №211

2001 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმის სასინჯი კონტროლის (ზედამხედველობის) განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 6 სექტემბრის №192 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ” 1998 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, ვბრძანებ:

,,ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმის სასინჯი კონტროლის (ზედამხედველობის) განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 6 სექტემბრის №192 ბრძანების  მთელ ტექსტში სიტყვები: ,,სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია” შეიცვალოს სიტყვებით ,,ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი”; ,,ინსპექციის უფროსი”–,,დეპარტამენტის დირექტორი”; ,,ინსპექციის გერბიანი ბეჭედი”–,,დეპარტამენტის ბეჭედი”; ,,ინსპექციის”–,,დეპარტამენტის”; ხოლო სიტყვა ,,ინსპექცია”–სიტყვით ,,დეპარტამენტი”.

2.    ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია