“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 24 აპრილის №145 ბრძანებაში, 2001 წლის 24 აგვისტოს №315 ბრძანებაში და 2001 წლის 6 ივნისის №197 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
358
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2001-09-18
გამოქვეყნების თარიღი
2001-09-25
სარეგისტრაციო კოდი
100.110.000.11.106.004.967
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 24 აპრილის №145 ბრძანებაში, 2001 წლის 24 აგვისტოს №315 ბრძანებაში და 2001 წლის 6 ივნისის №197 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.004.967

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №358

2001 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 24 აპრილის №145 ბრძანებაში, 2001 წლის 24 აგვისტოს №315 ბრძანებაში და 2001 წლის 6 ივნისის №197 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 24 აპრილის №145 ბრძანებაში, 2001 წლის 24 აგვისტოს №315 ბრძანებაში და 2001 წლის 6 ივნისის №197 ბრძანებაში და ბრძანებების სათაურსა და ტექსტში სიტყვები “საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს” შეიცვალოს სიტყვებით “სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის განყოფილების”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია