“საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
81
მიმღები ორგანო
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი
2001-09-20
გამოქვეყნების თარიღი
2001-09-25
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.11.115.004.979
“საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.004.979

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №81

2001 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წ. 29 ივნისის №279 ბრძანებულებით დამტკიცებული, „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის, მე-2 პარაგრაფის „თ” ქვეპუნქტის და საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის 1999 წ. 24 მარტის №01/27 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების შესახებ დებულების” 1-ლი მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2001 წლის 26 სექტემბრიდან დადგენილ და გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში, შემდეგი ნიმუშების საქართველოს საფოსტო მარკები:

ა) ქუთაისის სინაგოგა (კუპონით) 1 მარკა – ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 30X60მმ; ნომინალური ღირებულება 1,4 ლარი; მარკის ტირაჟი 225 ათასი. ფურცელში 15 მარკა (3X5), აქედან 3 კუპონით.

 

მარკა №286

ნომინალი 1,4

ბ) აბრეშუმის გზა 1 ბლოკი – ავტორი პ. ნაცვლიშვილი; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 75.75 მმ; ნომინალური ღირებულება 0,8 ლარი; ბლოკის ტირაჟი 30 ათასი.

                  

                  

 

 

ბლოკი №24

ნომინალი 0,8 ლარი

გ) აბრეშუმის გზა 1 მარკა – ავტორი პ. ნაცვლიშვილი; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 42X29მმ; ნომინალური ღირებულება 0,2 ლარი; მარკის ტირაჟი 30 ათასი.

 

მარკა №287

 ნომინალი 0,2 ლარი

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.

მ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია