„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
131
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-07-24
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-28
სარეგისტრაციო კოდი
0.00.0.000000
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №131

2009 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად და „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულების გათვალისწინებით „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ5) კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას და ლეგალიზაციას;”.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ი) ლიცენზირების, აპოსტილისა და ლეგალიზაციის დეპარტამენტი;”.

3. 41 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ლიცენზირების, აპოსტილისა და ლეგალიზაციის დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულებათა საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან, გაუქმებასა და ცვლილებებთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება;

ბ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და სალიცენზიო პირობების შემოწმების აქტების რეესტრის წარმოება;

გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზირებული დაწესებულებების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია;

ე) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი       ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია