“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №53 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2001 საფრახტო წლისათვის” ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
60
მიმღები ორგანო
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი
2001-07-03
გამოქვეყნების თარიღი
2001-07-04
სარეგისტრაციო კოდი
310.010.000.11.115.004.842
“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №53 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2001 საფრახტო წლისათვის” ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.004.842

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №60

2001 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №53 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2001 საფრახტო წლისათვის“ ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ტვირთის მოზიდვის მიზნით, “სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, “ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №53 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2001 საფრახტო წლისათვის“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მუხლი 10-ის მე-5 პუნქტში სიტყვები “დადგენილი ტარიფის 15 პროცენტი შეღავათით” შეიცვალოს სიტყვებით “ 7 აშშ დოლარი “.

2. მუხლი 11-ის მე-3 პუნქტის – ნავთობი და ნავთობპროდუქტები “ა” ქვეპუნქტს დაემატოს ახალი აბზაცი შემდეგი რედაქციით: “ერთი წლის განმავლობაში, სადგურ გარდაბნიდან სადგურ ბათუმამდე, 500 ათასი და მეტი ტონა “ ნავთობპროდუქტების “ საერთაშორისო გადაზიდვისას დადგინდეს მოცულობითი ტარიფი – მთელი მოცულობის ერთ ტონაზე დადგენილი ტარიფის 15 პროცენტი შეღავათით”.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან.

მ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია