„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისათვის ტარიფის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
193
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2001-06-04
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-21
სარეგისტრაციო კოდი
210.070.000.11.106.004.796
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისათვის ტარიფის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 210.070.000.11.106.004.796

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №193

2001 წლის 5 ივნისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისათვის ტარიფის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის, “ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონისა და იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის (ნომენკლატურის)  დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება დამატების შეტანის შესახებ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1998 წლის 9 სექტემბრის №56 ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისათვის დამტკიცდეს შემდეგი ტარიფები:

ათ გვერდამდე – თითოეული გვერდის გამოქვეყნებისათვის 20 (ოცი) ლარი;

ათიდან ორმოცდაათ გვერდამდე – თითოეული გვერდის გამოქვეყნებისათვის                                      15 (თხუთმეტი) ლარი;

ორმოცდაათი გვერდიდან და ზევით – თითოეული გვერდის გამოქვეყნებისათვის 10 (ათი) ლარი.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 21 ივნისის ბრძანება №116-სსმIII, №72, 21.06.2010წ.; მუხ.1061

 

 

კრებსითი — სრული ვერსია