სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.004.753
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №160
2001 წლის 3 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №20 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების მე-15 მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №20 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების მეცხრე მუხლში სიტყვა „ორი” შეიცვალოს სიტყვით „სამი”.