“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 25 აგვისტოს №199 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
227
მიმღები ორგანო
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
მიღების თარიღი
2001-04-17
გამოქვეყნების თარიღი
2001-04-18
სარეგისტრაციო კოდი
200.220.010.11.114.004.734
“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 25 აგვისტოს №199 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.11.114.004.734

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება №227

2001 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 25 აგვისტოს №199 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ო” ქვეპუნქტისა და მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 25 აგვისტოს №199 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა. მე-11 მუხლში სიტყვებს „დასკვნების მომზადება საბაჟო გაფორმებისათვის სხვადასხვა იურიდიული ფაქტების დასადგენად” შემდეგ დაემატოს სიტყვები „დასკვნების მომზადება საბაჟო ბროკერისა ან საბაჟო გადამზიდველის საქმიანობაზე ლიცენზიის მიღების მიზნით მაძიებლის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. მაჭავარიანი

კრებსითი — სრული ვერსია