“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 21 დეკემბრის №353 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
135
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2001-04-12
გამოქვეყნების თარიღი
2001-04-17
სარეგისტრაციო კოდი
370.020.000.11.106.004.727
“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 21 დეკემბრის №353 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 370.020.000.11.106.004.727

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №135

2001 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 21 დეკემბრის №353 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 21 დეკემბრის №353 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ხელშეკრულების ფორმის 7.5 და 7.6 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად 7.4 და 7.5 პუნქტებად;

ბ) 7.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.4. მოიჯარეს უფლება აქვს დააგირაოს მიწის იჯარის უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია