“საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 2 ივლისის №43 ბრძანებაში “მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის წესის შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი
2001-04-03
გამოქვეყნების თარიღი
2001-04-17
სარეგისტრაციო კოდი
310.060.000.11.115.004.725
“საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 2 ივლისის №43 ბრძანებაში “მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის წესის შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.11.115.004.725

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №34

2001 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 2 ივლისის №43 ბრძანებაში „მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის წესის შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე

ცენტრალური საკონკურსო კომისიის მუშაობის ეფექტურობისა და განსახილველ საკითხებზე დროული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით

1. საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 2 ივლისის №43 ბრძანებით დამტკიცებულ „მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის წესის” მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ცენტრალური საკონკურსო კომისიის სხდომა გადაწყვეტილებისუნარიანია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა 1/2-ზე მეტი”.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია