,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ფარგლებში საკრედიტო რესურსის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
112
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-06-16
გამოქვეყნების თარიღი
2009-06-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ფარგლებში საკრედიტო რესურსის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №112

2009 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში საკრედიტო რესურსის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში საკრედიტო რესურსის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №55 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, №36, მუხლი 416) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5

დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ დამტკიცებასა და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 თებერვლის №31 დადგენილების საფუძველზე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში საკრედიტო რესურსის გაცემის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კრედიტის ოდენობის გარდა ბანკმა ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უზრუნველყოს დამატებით კრედიტის გაცემა საქართველოს 9 რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, თითოეულში არა უმეტეს 489.95 ათასი ლარის ოდენობით;“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია