„საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
52
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2001-02-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-12
სარეგისტრაციო კოდი
040.150.000.10.008.004.679
„საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.10.008.004.679

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №52

2001 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო რეესტრის თანდართული ფორმა.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატს.

3. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კოორდინაცია განახორციელოს პრეზიდენტის აპარატმა (გ. ბეგიაშვილი).

4. საჯარო ინფორმაციის გაცნობა და საჯარო ინფორმაციის ასლის გაცემა მოხდეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 36-38-ე მუხლებით დადგენილი წესით.

5. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის აუცილებელი ანაზღაურება განხორციელდეს ინფორმაციის მომთხოვნი პირის ხარჯზე.

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მანაგაძე

შეტანილი ცვლილებები:

1 . ძალადაკარგულია -  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №114/04 - ვებგვერდი, 12.11.2014წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


საჯარო რეესტრი

№

საჯარო ინფორმაციის დასახელება

საჯარო ინფორმაციის მიღების

თარიღი

საჯარო ინფორმაციის რეესტრში შეტანის თარიღი

პირის დასახელება, რომლისგანაც შემოვიდა

ან რომელსაც გაეგზავნა ინფორმაცია

 

პირი, რომელმაც მოითხოვა ინფორმაცია

ინფორმაციის გაცემის თარიღი

 

ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია