“ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 24 აპრილის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
4
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2001-01-12
გამოქვეყნების თარიღი
2001-01-30
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.11.117.004.607
“ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 24 აპრილის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

 

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.004.607

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №4

2001 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 24 აპრილის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

“მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების და დოკუმენტების წარმოების და გამოყენების წესების შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ვბრძანებ:

1. ბრძანების მე-4 პუნქტი ჩაითვალოს მე-3 პუნქტად, ხოლო მე-4 დანართი ჩაითვალოს მე-3 დანართად.

2. ბრძანების მე-3 და მე-5 პუნქტები გაერთიანდეს მე-4 პუნქტად და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 “მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების განმხილველი მუდმივმოქმედი მუშა კომისიის შემადგენლობა” და აღნიშნული ბრძანების კონტროლი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია