“საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
ტრანსპორტის სამინისტრო
მიღების თარიღი
2000-10-30
გამოქვეყნების თარიღი
2000-10-30
სარეგისტრაციო კოდი
310.012.004.486
“საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.012.004.486

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციის

მინისტრის ბრძანება № 37

2000 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ტვირთის მოზიდვის მიზნით, “სარკინიფზო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1998 წლის 9 სექტემბრის №56 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 2000 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2000 საფრახტო წლისათვის” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პუნქტის 1.1-ის პირველი აბზაცი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.1. საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკით განსაზღვრული სატარიფო განაკვეთები ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან და მოქმედებს 2000 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, გარდა მოცულობითი სატარიფო განაკვეთისა, რომლის გამოყენება არ არის შეზღუდული საფრახტო წლის მოქმედების პერიოდით. სატარიფო განაკვეთები გაიანგარიშება საერთაშორისო სარკინიგზო სატრანსპორტო ტარიფების (სსტ) ბაზაზე, შვეიცარულ ფრანკებში, ხოლო ადგილობრივ გადაზიდვებში – ადგილობრივი გადაზიდვების საბაზო ტარიფებით, ეროვნულ ვალუტაში (ლარებში).”

2. სატარიფო პოლიტიკის მე-3 მუხლში მოცულობით სატარიფო განაკვეთთან მიმართებით ამოღებულ იქნეს სიტყვები “საფრახტო წელი”.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოში გამოქვეყნების დღიდან.

მ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია