“საქართველოს რკინიგზის 2000 წლის საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
ტრანსპორტის სამინისტრო
მიღების თარიღი
2000-08-21
გამოქვეყნების თარიღი
2000-08-23
სარეგისტრაციო კოდი
310.012.004.391
“საქართველოს რკინიგზის 2000 წლის საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                  310.012.004.391

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №19

2000 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ტვირთის მოზიდვის მიზნით, ”სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 2000 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებულ ”საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2000 საფრახტო წლისათვის“ შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. გაუქმდეს მე-6 მუხლის ბოლო აბზაცი არსებული რედაქციით და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საფრახტო წელს 2,5 მილიონ ტონაზე მეტი ნედლი ნავთობის სატრანზიტო გადაზიდვისას დამატებითი ანაკრეფების ოდენობა გადაზიდვების მთელ მოცულობაზე განისაზღვროს 0,15 აშშ დოლარის ოდენობით ერთ ტონაზე“.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან.

მ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია